იქ არავის ვჭირდები,.." - ხამესი "რეალში" დაბრუნებაზე საუბრობს

AutoSharing Option
კოლუმბიელ ნახევარმცველს, ხამეს როდრიგესს, იმედი აქვს, რომ მადრიდის "რეალი" მას უკან, "სანტიაგო ბერნაბეუზე" სათამაშოდ არ დააბრუნებს. 

გასულ სეზონში ზინედინ ზიდანმა ხამესს განუცხადა, რომ მის გეგმებში არ შედიოდა და კარლო ანჩელოტის "ევერტონში" გაუშვებდნენ. 

"იქ არავის ვჭირდები. 2017 წელს 2 წლით მიუნხენის "ბაიერნში" გამანათხოვრეს. შემდეგ მადრიდში დავბრუნდი და იქ, ფაქტობრივად, სათამაშო დრო არ მეძლეოდა" - განაცხადა როდრიგესმა. 

ინგლისის პრემიერლიგაში "ევერტონს" 24 ტურის შემდეგ 40 ქულა აქვს და მე-7 ადგილს იკავებს. 

მომზადებულია marca-ს მიხედვით

altვიდალი: ხამესს თავისუფლად შეუძლია "რეალის" სასტარტოში ითამაშოს