უცნაური ამბავი: ჰოლანის "მანჩესტერში" ტრანსფერი სასაათო სარტყლის არევის გამო არ შედგა

AutoSharing Option
ბოლო 18 თვის განმავლობაში ერლინ ჰოლანი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი გახდა, თუმცა, შესაძლოა, ნორვეგიელი, კარიერის მხრივ, სხვა გზაზე წასულიყო. 

Mirror-ის ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედი" მასში 3.5 მილიონ ევროს იხდიდა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ვუნდერკინდი "მიოლდეში" ასპარეზობდა. "წითელი ეშმაკების" მთავარი მწვრთნელი ოლე გუნარ სოლსკიაერი ამ ფეხბურთელთან შეთანხმების გამო ძალიან გახარებული გახლდათ, რადგან ის მასში დიდ პოტენციალს ხედავდა. 

თუმცა ბოლო დეტალების შეთანხმებამდე მცირედი გაურკვევლობა მოხდა. ყველაფერი დროის ზონის გამო ჩაიშალა. "მიოლდემ" ზარი ოსლოს დროით 09:00 საათზე ჩანიშნა, ხოლო "იუნაიტედის" ხელმძღვანელობამ გრინვიჩის დროით 09:00
საათზე (1 საათით დაგვიანებით), ამ გაურკვევლობამ კი ტრანსფერის ჩაშლა გამოიწვია. 

ბოლოს ჰოლანი "ზალცბუგს" ეწვია, სადაც თავი შესანიშნავად წარმოაჩინა და "დორტმუნდშიც" გადავიდა, სადაც ასევე დღემდე წარმატებით ასპარეზობს.

მომზადებულია marca-ს მიხედვით

alt250 მილიონი სამ ვარსკვლავში - მბაპე და ჰოლანი "ბარსაში"?

altჰოლანი რჩება? "დორტმუნდის" სამომავლო გეგმები ცნობილია


ასევე დაგაინტერესებთ