"შაპეკოენსეს" ტრაგედიისას გადარჩენილი ედვინი სიკვდილს ხელმეორედ გადაურჩა

AutoSharing Option
"შაპეკოენსეს" ავიაკატასტროფისას გადარჩენილი ედვინ ტუმირი 2 მარტს სიკვდილს კიდევ ერთხელ გადაურჩა. ამჯერად, ის ბოლივიაში ავტობუსით ტურისტულ ადგილებს ათვალიერებდა, რა დროსაც ავტომობილი 150 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.

ადგილობრივი პოლიცია შემთხვევას იძიებს, თუმცა უკვე დაზუსტებით შეიძლება ითქვას, რომ 21 ადამიანი გარდაიცვალა და 13 დაშავდა.

"როდესაც წამოვდექი, მუხლი მტკიოდა, თუმცა იმწამს გავიფიქრე, არ მჯერა, ისევ? დალოცვილი ვარ", - განაცხადა ტუმირმა.

შეგახსენებთ, "შაპეკოენსეს" ტრაგედია 2016 წელს მოხდა. მაშინ კლუბის 71 წარმომადგენელი გარდაიცვალა.

50px; width: 50px;" />"შაპეკოენსეს" ბიჭები 5 ათასი დოლარის ეკონომიის გამო სასიკვდილოდ გაიმეტეს"

altბრაზილია გლოვობს - "შაპეკოენსე" ავიაკატასტროფაში დაიღუპა [PHOTO]