ჰოლანის ბიძაშვილი ნორვეგიაში სასწაულებს ჩადის! 37 შეხვედრა და 64 გოლი.. [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერლინგ ჰოლანი ამჟამად ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფეხბურთელია, რომელსაც გოლის გატანის უნიკალური ალღო აქვს. ეს ყველაფერი გარკვეულწილად გენეტიკურია, რადგან მამამისმა, ალფ ინჟე ჰოლანმა სახელი შედეგიანი თამაშით ინგლისში 90-იან წლებში გაითქვა.
ამ ოჯახიდან კიდევ ერთი სუპერტალანტი, ალბერტ ბროტ ტიალანდი "მიოლდეს" ახალგაზრდულ გუნდში შესანიშნავად ასპარეზობს. მას 17 წლის ასაკშივე ისეთივე მონაცემები გააჩნია, როგორიც ერლინგს.

თინეიჯერი, რომელიც "დორტმუნდის" სუპერტალანნტის ბიძაშვილია ამ წლის 11 თებერვალს 17 წლის გახდა, მისი შედეგიანობა კი 37 თამაშში 64 გოლი გახლავთ.

ნორვეგიას კიდევ ერთი სუპერვარსკვლავი ეზრდება. თუ მასზე დამყარებული იმედები
გამართლდა, ჰოლანების ოჯახი ელიტის წევრები გახდებიან.

მომზადებულია marca-ს მიხედვით


altუცნაური ამბავი: ჰოლანის "მანჩესტერში" ტრანსფერი სასაათო სარტყლის არევის გამო არ შედგა




მკითხველის კომენტარები / 1 /
რა გაჩნდით ამნაირები?!
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
22:44 06-03-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული