"ჩემი აზრით, "დორტმუნდში" დარჩენა ან "რეალში" გადასვლა ორივე კარგი იქნება..." - ჰოლანის ყოფილი მწვრთნელის კომენტარი

AutoSharing Option
ალფ ინჟე ბერნტსენი ერლინგ ჰოლანის მწვრთნელი გახლდათ, როდესაც ფეხბურთელი ნორვეგიული "ბრინის" რიგებში ასპარეზობდა . ბერნტსენს სჯერა, რომ თავდამსხმელი უდიდეს წარმატებას მადრიდის "რეალის" რიგებში მიაღწევს.

"ვფიქრობ, ამჟამად ერლინგისთვის "დორტმუნდი" იდეალური გუნდია. ის 20 წლის გახლავთ და განვითარებისთვის და საუკეთესო თავდამსხმელად ჩამოყალიბებისთვის გერმანული კლუბი იდეალურია. ჩემი აზრით, "დორტმუნდში" დარჩენა ან "რეალში" გადასვლა ორივე კარგი იქნება. ესპანეთში გადასვლის შემთხვევაში თუ ტრავმამ ხელი არ შეუშალა უამრავი გოლის გატანას წლების განმავლობაში განაგრძობს.

ვფიქრობ, როდესაც ჰოლანი გუნდის გამოცვლას გადაწყვეტს, პრიორიტეტები სწორად უნდა განსაზღვროს, რადგან ეს მისთვის
ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნება. ბავშვობაში "ბრინი", როგორც ფეხბურთელად აღზრდისთვის დიდებული გადაწყვეტილება გახლდათ, შემდეგ 16 წლის ასაკში "მიოლდეში" გადავიდა, "ზალცბურგსა" და "დორტმუნდში" როგორც ბრწყინავს კი ხედავთ. მან კლუბების მხრივ, კარგი გადაწყვეტილებები მიიღო და იმედია ახლაც სწორ გუნდს შეარჩევს." - განაცხადა ნორვეგიელის ყოფილმა მწვრთნელმა Bernabeu Digital-თან ინტერვიუში

მომზადებულია MARCA-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული