გიორგი წიტაიშვილმა მძიმე ტრავმა მიიღო

AutoSharing Option
20 წლის შემტევმა ნახევარმცველმა გიორგი წიტაიშვილმა, რომელმაც მალე საქართველოს მოქალაქეობა უნდა მიიღოს, მძიმე ტრავმა მიიღო.

"მარიუპოლთან" უკრაინის ჩემპიონატის მე-17 ტურის გასვლით მატჩში გიორგი "ვორსკლაში" 67-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, 84-ე წუთზე კი მასპინძელთა გუნდის ფეხბურთელი ტანკოვსკი ეუხეშა და თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო.

მატჩი "ვორსკლამ" 1:0 მოიგო, მსაჯმა კი ტანკოვსკის მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და გააძევა.

პოლტავური კლუბის საიტის ცნობით, წიტაიშვილს მარცხენა ფეხის მეხუთე მეტატარალური ძვლის (ანუ ნეკა თითის) მოტეხილობა აქვს და დაახლოებით 2 თვე გაუცდება.