რუსეთში მსაჯებს დალევა აუკრძალეს

AutoSharing Option
რუსეთის ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო კომიტეტმა რეგლამენტში ცვლილება შეიტანა და მთავარ მსაჯებს, ასისტენტებს, სარეზერვო მსაჯებს, ინსპექტორებს, "ვარ-ის" არბიტრებს თამაშის წინ საჯარო ადგილებში ალკოჰოლის მიღება აუკრძალა.

რუსებმა რამდენიმე ცვლილება შემოიღეს. მსაჯებს კლუბების ოფიციალურ წარმომადგენლებთან შეხვედრა აუკრძალეს. ასევე, მკაცრად მოსთხოვეს, სამსაჯო ოთახში არავითარ შემთხვევაში არ შეუშვან უცხო პირები. ასევე, თამაშის წინ დღით, თამაშის დღესა და თამაშის მომდევნო დღეს კლუბების წარმომადგენლებთან დროის ტარება აუკრძალეს!

მთავარი, მეხუთე პუნქტი კი ყველაზე მკაცრია, რომლის დარღვევის შემთხვევაშიც სასჯელიც უმკაცრესი იქნება: მსაჯებს თამაშის წინ დღით, თამაშის დღესა და თამაშის
მომდევნო დღეს საჯარო ადგილებში, მათ შორის ბარებსა და რესტორნებში, ალკოჰოლის მიღება აეკრძალათ.

ამ ცვლილებათა მიზეზი რუსეთის პრემიერგლიგის მე-18 ტურში მომხდარი ინციდენტი იყო, როცა "სპარტაკი" მსაჯთა მოქმედებით უკმაყოფილო დარჩა, ხოლო მომდევნო დღეს გამოქვეყნდა ვიდეო კადრები, როგორ ქეიფობდნენ მსაჯები ერთერთ რესტორანში მოსკოველთან მეტოქის წარმომადგენელთან ერთად.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ალბატ ანდროპოვი გაცოცხლდა. გაყინოტ გინდატ მოედანზე მსაჯები?
tete
08 მარტი 2021 13:06
0
აბა, ჩაშლილა ჩემპიონატი
წიკო
08 მარტი 2021 11:10
0
ესეთი მკაცრი სანქცია რუსეთის ისტორიას არ ახსოვს...საინტერესოა, რამ გამოიწვია ეს ყველაფერი, ნუთუ ყველაფერი შუშის ბოთლის ბრალია???
კ ო მ ბ ლ ე
07 მარტი 2021 21:42
0

სიახლეები პოპულარული