L’Equipe-მა ინგლისისა და ესპანეთის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელები და მწვრთნელები დაასახელა

AutoSharing Option
L’Equipe-მა ლა ლიგისა და ინგლისის პრემიერლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელებისა და მწვრთნელების სია გამოაქვეყნა.

ესპანეთის ჩემპიონატში ლიონელ მესის ვერავინ შეედრება - ლეო თვეში 10,5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. მეორე ადგილზე "ბარსელონას" ფორვარდი ანტუან გრიზმანი და "ატლეტიკოს" თავდამსხმელი ლუის სუარესი არიან, რომლებიც ყოველთვიურად 2,9 მილიონ ევროს შოულობენ. მეოთხე და მეხუთე ადგილებზე კი მადრიდის "რეალის" ფეხბურთელები არიან: აზარი თვეში 2,5 მილიონ იღებს, სერხიო რამოსი კი - 2 მილიონს.

რაც შეეხებათ მწვრთნელებს, ყველაზე მსუყე ანაზღაურება დიეგო სიმეონეს აქვს, "ატლეტიკო" არგენტინელს ყოველთვიურად 3,6 მილიონ ევროს უხდის.
შემდეგ ზინედინ ზიდანი მოდის 1,4-მილიონიანი გასამრჯელოთი, მესამე კი "ბარსას" თავკაცი რონალდ კუმანი გახლავთ - 1,2 მილიონი ევრო თვეში.

რაც შეეხება ინგლისის ჩემპიონატს, აქ ხელფასები უფრო მოკრძალებული ჩანს. პრემიერლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებს სათავეში გარეთ ბეილი უდგას 2,5 მილიონი ევროთი, რომლის უმეტესობასაც "რეალი" ფარავს.

შემდეგ მოდის "მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარე დავიდ დე ხეა (1,85 მლნ ევრო), "სიტის" ნახევარმცველი კევინ დე ბრუინი (1,58 მლნ ევრო), "სიტის" გარემარბი რაჰიმ სტრელინგი (1,48 მლნ ევრო) და "იუნაიტედის" ჰავბექი პოლ პოგბა (1,43 მლნ ევრო).

ლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა არის, რომელიც თვიურად 1,89 მილიონ ევროს იღებს. მეორე და მესამე ადგილებს ჟოზე მოურინიო ("ტოტენჰემი") და იურგენ კლოპი ("ლივერპული) ინაწილებენ 1,42-მილიონი ევროიანი ხელფასებით.


მკითხველის კომენტარები / 1 /
სიმეონემ ამოწურა თავის თავი, ტუხელთან რო აგებ მოიკალი თავი
გუიო
22:19 19-03-2021
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული