“ვიტირე რადგან მინდოდა დაენახა, თუ რამდენს მივაღწიე” - ლეგენდა 41 წლის გახდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 21 მარტს ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის, რონალდინიოს დაბადების დღეა. ლეგენდას 41 წელი შეუსრულდა.

თითქოს და გუშინ ჩადიოდა ის მოედანზე საოცრებებს და დღეს უკვე 41 წლის გახდა. 

ფეხბურთელს ყოველთვის ღიმილი დასთამაშებს, მხიარულია, თუმცა გულის სიღრმეში მას ძალიან დიდი ტკივილი აქვს: 

“როდესაც პატარა ვიყავი მამაჩემმს უწევდა ეთქვა, რომ ფეხბურთის ფეხშიშველი თამაში უკეთესია, ვიდრე ბუცით, რადგან ასე ბურთზე კონტროლს მეტად ვისწავლიდი, მაგრამ სინამდვილეში მას ფული არ ჰქონდა, რათა ფეხბურთისთვის ეკიპირება ეყიდა. ის ამის გამო გულგატეხილი გახლდათ, ეგონა, რომ ეს მისი დანაშაული
იყო და ძალიან განიცდიდა.. 

როდესაც ოქროს ბურთი მოვიგე, მე ჩემი ჯილდოსთვის არ მიტირია, რადგან მამა იმ მომენტში გვერდით აღარ მყავდა, ვიტირე რადგან მინდოდა დაენახა, თუ რამდენს მივაღწიე” - განაცხდა რონალდინიომ

გაუჩომ კარიერა 1998 წელს “გრემიოში” დაიწყო, სადაც 89 შეხვედრა გამართა და 47 გოლი გაიტანა. 

2001 წელს ბრაზილიელი ევროპაში, კერძოდ “პარი სენ ჟერმენში” გადავიდა, სადაც 2 წელი დაჰყო, 55 შეხვედრა გამართა და 17 გოლიც გაიტანა.

ამის შემდეგ რონალდინიო “ბარსელონაში” გადავიდა, გამართა 145 შეხვედრა და 70 გოლი გაიტანა.. 

შემდეგ “მილანი”, სადაც 76 შეხვედრაში 20-ჯერ შეარხია მეტოქის ბადე..

2011 წელს ბრაზილიელმა ევროპა დატოვა და “ფლამინგოს” შეუერთდა, სადაც 56 შეხვედრაში 23 ბურთი გაიტანა, შემდეგ “ატლეტიკო მინეირო” მოდის, სადაც 58 შეხვედრაში თავი 20-ჯერ გამოიჩინა. 

საბოლოოდ, ბოლო 2 წელი “ქუერეტაროსა” და “ფლუმინენსეში” გაატარა, სადაც ჯამში 32 შეხვედრა გამართა და გულშემატკივარს 8 გოლიც აჩუქა.

ლეგენდა, რომელმაც დღევანდელი ფეხბურთის გულშემატკივრის უმეტესობას ფეხბურთი შეაყვარა.. მუდამ მომღიმარი და ამავდროულად მოედანზე დაუნდობელი რონალდინიო 41 წლის გახდა..

altრონალდოს მამა ჯარისკაცი გახლდათ... ის მანამ გარდაიცვალა, სანამ მისი შვილი ვარსკვლავურ სიმაღლეზე ავიდოდა [PHOTO]



ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 4 /
ასეთი ტექნიკური მონაცემები არც მესის აქვს, არც ზიდანს ქონდა და არც კიჭა რონალდოს. მხოლოდ ტექნიკურ მონაცემებზე ვსაუბრობ, ბურთის გრძნობას და მოპყრობას, არ ვამბობ იმას, რომ სჯობდა თქო ამ ფეხბურთელებს, ეს რთული საკითხია, მაგრამ ბურთის ჯადოქარი ეს იყო. სხვა ჯადოქარი აღარ ყოფილა გარინჩას შემდეგ...
ლევანი
15:43 21-03-2021
4
დღესაც რომ მოინდომოს და თავი წესრიგში მოიყვანოს, მესისაც და რონალდუსაც, ორივეს ერთად აჯობებს. რაც ფეხბურთს თამაშობენ, მას მერე მოედანზე ასეთი დიდი ნიჭის პატრონს ჯერ არ უთამაშია. ნიჭით: პირველი - რონალდინიო, მეორე მარადონა, მესამე პელე, მერე ზლატანი, კრუიფი, ქინქლაძე, ბესტი, ბაჯო, ბერკამპი, ვანიჩკა ბასტენი და მერე თქვენი გემოვნების მიხედვით . . . . . .
დ.დ.
15:38 21-03-2021
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული