"მფრინავი ჰოლანდიელი" - ესპანეთში ჯერ ტანსაცმლის ბრენდი შექმნა, მოგვიანებით თანამედროვე ფეხბურთსაც ჩაუყარა საძირკველი

AutoSharing Option
ნიდერლანდებისა და ესპანეთის ჩემპიონატის გამარჯვებული, ევროპის თასის მფლობელი როგორც ფეხბურთელი, ისე მწვრთნელი - ეს ლეგენდარული იოჰან კრუიფის ტიტულების მცირედი ჩამონათვალია. ნიდერლანდელის სპეციალურად გამოყოფილ თაროზე 3 "ოქროს ბურთსაც" იხილავთ, რაც მის კარიერას ერთიორად ზრდის.

2015 წლის ოქტომბრის თვეში იოჰანს ფილტვის კიბო დაუდგინდა, 2016 წლის მარტში კი ლეგენდა გარდაიცვალა.

გთავაზობთ მცირე ისტორიას ნიდერლანდელზე, რომელმაც თანამედროვე ფეხბურთს საძირკველი ჩაუყარა.

ამსტერდამის "აიაქსი" და "ლივერპული" დიდი ხნის წინ ერთმანეთს ორჯერ შეხვდნენ. ეს ეპიკური დაპირისპირება იყო. შემთხვევითი არ არის, როდესაც გუნდის დაბადების თარიღად 1966 წელი ითვლება.
აღნიშნული მატჩი იოჰან კრუიფისთვის გამორჩეული და საუკეთესო გამოდგა. როგორც სიაკ სვარტმა განაცხადა, ეს ზღაპარი გახლდათ. უბრალოდ წარმოუდგენელი და მოულოდნელი იყო ინგლისის ჩემპიონის 5:1 დამარცხება.

Sportall.Ge

40 წლის წინ იოჰან კრუიფი "ლევანტეში" გადავიდა. მისი ანაზღაურება 2 მილიონი იყო. ასევე, ხელშეკრულების პუნქტში შეხვდებოდით დამატებითი შემოსავლის ქვეთავს გასვლითი შეხვედრების შემთხვევაში. 1981 წლის პირველი მარტი ესპანური გუნდის ისტორიაში ოქროს ასოებითაა ჩაწერილი. ეს იყო დღე, როდესაც იოჰანი მოედანზე "ლევანტეს" მაისურით გავიდა და სადებიუტო შეხვედრაც გამართა. ადამიანი, რომელმაც შეცვალა ფეხბურთი და გაავსო მოედნები, გადავიდა გუნდში, რომელიც "ფურია როხას" სეგუნდა დივიზიონში გამოდიოდა. კლუბის ხელმძღვანელობა არც შეძლებულობით გამოირჩეოდა, რადგან წარმოიდგინეთ, მათ საკუთარი ფეხბურთელების ვალი ჰქონდათ, თუმცა იოჰანის ტრანსფერს რაც შეეხება, ლეგენდარული ჰოლანდიელი თვითონ კლუბის პრეზიდენტმა დაარწმუნა, რომელიც მაშინ ნიდერლანდებში ჩაფრინდა, რათა ფეხბურთელი უშუალოდ ენახა და ისე დალაპარაკებოდა.

Sportall.Ge

კრუიფს ფეხბურთთან ერთად ფულიც ძალიან უყვარდა. მან შექმნა საკუთარი ტანსაცმლის ბრენდი, დაიწყო მისი რეკლამირება და მოხსნა გადასახადები. ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო შემმოქმედს მძიმე ბავშვობა ჰქონდა, შეიძლება ითქვას, გაღატაკებულიც კი. მამის ადრეულ ასაკში გარდაცვალების გამო "მფრინავ ჰოლანდიელს" 12 წლის ასაკში მოუწია მუშაობის დაწყება. ის ყველა დღესასწაულსა და დასვენების დღეს მოედანზე ატარებდა. წარმოიდგინეთ, იმის შესაძლებლობაც არ ჰქონდა, რომ ბალახზე ევარჯიშა, ამიტომ ბურთთან არსებული განსაკუთრებული ტექნიკა ბეტონზე დახვეწა.

"როდესაც ჩემი კარიერა დასრულდება, მე აღარ შემეძლება მივიდე მცხობელთან და ვუთხრა, გამარჯობა, მე იოჰან კრუიფი ვარ, იქნებ პური მომცეთ. გარკვეული ოდენობის ფულს თვითონ გამოვიმუშავებ და ამ ფრაზის გაფიქრებისას მთელ ჩემს კარიერაში თავით ვეშვები" - თქვა კრუიფმა.

Sportall.Ge

1992 წელს კრუიფმა და სანტანამ არაჩვეულებრივი აქტი გააფორმეს. მათ 1992 წელს ულამაზესი ფეხბურთი ითამაშეს, იოჰანმა კი "ბარსელონასთან" ერთად პირველი ჩემპიონთა თასიც მოიგო.

დეკემბერში კრუიფის გუნდი იაპონიაში გაემგზავრა, სადაც ერთმანეთს 1980 წლის შემდეგ კონტინენტების გამარჯვებულები ხვდებოდნენ. საინტერესოა, რა იყო ეს ტურნირი? კონტინენტებს შორის გამარჯვებულთა ჩემპიონატი ახლანდელი უეფას საკლუბო ჩემპიონატია. აქ მონაწილეობას ევროპის თასისა და კოპა ლიბერტადორესის გამარჯვებული გუნდი იღებდნენ. "ბარსელონას" მოწინააღმდეგე ბრაზილიული "სან პაულო" გახლდათ, რომლის მთავარი მწვრთნელიც ტელე სანტანა იყო. ისე მოხდა, რომ ორივე გუნდი ტოკიოს ერთსა და იმავე სასტუმროში მოთავსდა. თამაშამდე 2 დღით ადრე კრუიფი და სანტანა ერთმანეთს შეხვდნენ, ყავა დალიეს და 4 საათის განმავლობაში საუბრობდნენ.

Sportall.Ge

კუმანს + კრუიფი = მეგობრობას!

კრუიფი ძალიან ბედნიერი იქნებოდა, თუ მას ეცოდინებოდა, რომ "ბლაუგრანას"
მთავარი მწვრთნელის პოსტს რამდენიმე წლის განმავლობაში რონალდ კუმანი იკავებდა. ისინი ძალიან ახლო მეგობრები იყვნენ. ერთხელ ნიდერლანდური ფეხბურთის ლეგენდებმა შუაღამისას იმიტომ იარეს, რომ კუმანის შვილის დაბადებას დასწრებოდნენ. 1987 წელს "ბარსელონას" ვიცე-პრეზიდენტმა კუმანი კატალონიაში სათამაშოდ მიიწვია.

"ჩვენ ეინდჰოვენის ერთ-ერთ სასტუმროში ვისხედით, როდესაც ის მოვიდა და მითხრა: "გინდა გახდე ჩვენი ფეხბურთელი?" მე გულწრფელად ვუპასუხე: "მადლობა, ეს დიდებული იდეაა, თუმცა ახლა ვფიქრობ, უმჯობესი იქნება, თუ ნიდერლანდებში კიდევ ერთ სეზონს გავატარებ. თუ თქვენი წინადადება ძალაში 1 წლის შემდეგაც იქნება, მაშინ მომდევნო წელს გიპასუხებთ, რომ - კი" - განაცხადა კუმანმა.

ერთი წლის შემდეგ კუმანმა თვითონ დაურეკა იოჰანს და შეთანხმება გაახსენა.

Sportall.Ge

კრუიფს ასევე ზიდანის გაფორმება 1991/92 წლების სეზონში სურდა, თუმცა "ბარსას" პრეზიდენტმა ეს ტრანსფერი დაბლოკა. იმ დროს ზინედინი ჯარში მსახურობდა და ორშაბათიდან ხუთშაბათამდე ყაზარმაში ცხოვრობდა, ამიტომ შეიკავეს მაშინ თავი.

მწვრთნელმა ლუის ფერნანდესმა თავის კარგ ნაცნობს დაურეკა - კრუიფს, რომელსაც "ბარსელონას" ოცნების გუნდი უკვე აშენებული ჰქონდა. 20 წლის შავთმიანმა ბიჭმა თავდაპირველად ჰოლანდიელზე შთაბეჭდილება ვერ მოახდინა:

"ზიდანი ძალიან მორცხვი იყო და თითქმის ხმას არ იღებდა, მაგრამ როგორც კი ბურთი მიიღო, მაშინვე გარდაიქმნა, გარშემო მყოფი ადამიანების ყურადღება იმწამიერად მიიპყრო...  ზიზუ ფლობდა სივრცეს და თამაშს აკონტროლებდა."

იმის შემდეგ კრუიფი ახალგაზრდა ფრანგს არ ივიწყებდა...

მომზადებულია sports-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 12 /
კრუიფი მარადონას გამოჩენამდე იყო შეუდარებელი,ხოლო 80 იანებში ის უკვე ავად იყო და აქტიურ ფეხბურთს ვერ თამაშობდა,70 იან წლებში კი ესე იგი პელეს შემდგომ მასთან შედარება არავისი არ იქნება სამართლიანი,არც ბეკენბაუერი,არც პლატინი,არც ზიდანი,არც რონალდო,არც კრიშტიანუ,მისი დონე არის მხოლოდ მესი,მარადონა,პელე,!!!
კომბლეს
06:54 28-04-2023
1
70 წლებში კრუიფი იყო შეუდარებელი!მაშინ ჰოლანდიის ნაკრები ყველას ადვილად ამარცხებდა და ეს ყველაფერი კრუიფის ფანტასტიკური თამაში იყო!ის იყო პირველი იმ დროის ფეხბურთელებში და არა მარტო!პელე,კრუიფი,მარადონა,მესი,აი მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ოთხეული!ოთხივეს თამაშები მინახია პირდაპირი ტრანსლიაციით და დარწმუნებული ვარ ამაში!დანარჩენი ვარსკვლავები მხოლოდ ამათ შემდეგ უნდა მოვიხსენიოთ!!!
ზაზა
22:46 27-04-2023
2

სიახლეები პოპულარული