ვის აქვს ყველაზე მეტი ჰეთრიკი 21-ე საუკუნეში?

AutoSharing Option
ცნობილმა ესპანურმა გაზეთმა marca-მ ფეხბურთელთა 10-ეული გამოაქვეყნა, რომელთაც 21-ე საუკუნეში ყვეალზე მეტი ჰეთრიკი აქვს.
პირველ ადგილს პორტუგალიისა და "იუვენტუსის" ლიდერი კრიშტიანო რონალდო 57 ჰეთრიკით იკავებს.
მეორე ადგილზე ლიონელ მესი ("ბარსელონა") იმყოფება, რომელსაც 21-ე საუკუნეში 54 ჰეთრიკი მოუგროვდა.
მე-3 ადგილზე ურუგვაელი ლუის სუარესია ("ატლეტიკო"). "ელ პისტოლერომ" მეტოქეთა კარში 3 ბურთი 29-ჯერ გაიტანა.
მე-4 პოზიციას პოლონელი სუპერ თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი ("ბაიერნი") იკავებს. რობერტმა ჰეთრიკი 24-ჯერ შეასრულა.
5-6-7 ადგილზე ერთდროულად 3 ფეხბურთელი იმყოფება, ესენი გახლავთ: მარიო გომესი ("ბაიერნი"), კლას იან ჰუნტელაარი ("შალკე") და
სერხიო აგუერო ("მანჩესტერ სიტი"). ვარსკვლავებმა ჰეთრიკი 18 შეხვედრაში შეასრულეს.
მე-8 ადგილზე შვედი ლეგენდა, ზლატან იბრაჰიმოვიჩი ("მილანი") იმყოფება. შვედი გიგანტი ამ სიაში თავისი 17 ჰეთრიკით მოხვდა.
9-10 ადგილს ჰარი კეინი ("ტოტენჰემი") და ედინსონ კავანი ("მანჩესტერ იუნაიტედი") ინაწილებენ. მათ ანგარიშზე 15 ასეთი შეხვედრა გახლავთ.
მომზადებულია marca-ს მიხედვით

alt"ბარსელონა" საუკეთესოა, "ბაიერნი" - მე-3... დეკადის საუკეთესო გუნდები გამოვლინდნენ


მკითხველის კომენტარები / 2 /
ინგლისიო რა გგონიათ ეგ პრემიერლიგა ნეტა?! ეგეც არ იყოს ტოპ დონე რა საშუალო გუნდებით გერმანიაც სჯობია,იტალიაც და ესპანეთი თავისთავად,რა ვუყოთ ეხლა ყველა ქვეყანაში ვერ იქნება ერთდროულად სიტი,მანჩესტერი,ლივერპული,ჩელსი (არსენალი,ტოტენჰემი) აგე გრანადა ნახევარფინალს უმიზნებს უკვე
გულშემატკივარი
23:37 28-03-2021
1
საინტერესოა სუარესმა და ლევანდოვსკიმ სად და რა ლიგებში შეასრულეს ჰეთთრიკები. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ სუარესს მეტად ძლიერ ლიგებში აქვს გატარებული კარიერის დიდი ნაწილი. ინგლისში და ესპანეთში ალბათ უფრო რთული მეტოქეებია ვიდრე ბუნდესლიგაში.
sul2
15:18 28-03-2021
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული