ვის აქვს ყველაზე მეტი ჰეთრიკი 21-ე საუკუნეში?

AutoSharing Option
ცნობილმა ესპანურმა გაზეთმა marca-მ ფეხბურთელთა 10-ეული გამოაქვეყნა, რომელთაც 21-ე საუკუნეში ყვეალზე მეტი ჰეთრიკი აქვს.
პირველ ადგილს პორტუგალიისა და "იუვენტუსის" ლიდერი კრიშტიანო რონალდო 57 ჰეთრიკით იკავებს.
მეორე ადგილზე ლიონელ მესი ("ბარსელონა") იმყოფება, რომელსაც 21-ე საუკუნეში 54 ჰეთრიკი მოუგროვდა.
მე-3 ადგილზე ურუგვაელი ლუის სუარესია ("ატლეტიკო"). "ელ პისტოლერომ" მეტოქეთა კარში 3 ბურთი 29-ჯერ გაიტანა.
მე-4 პოზიციას პოლონელი სუპერ თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი ("ბაიერნი") იკავებს. რობერტმა ჰეთრიკი 24-ჯერ შეასრულა.
5-6-7 ადგილზე ერთდროულად 3 ფეხბურთელი იმყოფება, ესენი გახლავთ: მარიო გომესი ("ბაიერნი"), კლას იან ჰუნტელაარი ("შალკე") და
სერხიო აგუერო ("მანჩესტერ სიტი"). ვარსკვლავებმა ჰეთრიკი 18 შეხვედრაში შეასრულეს.
მე-8 ადგილზე შვედი ლეგენდა, ზლატან იბრაჰიმოვიჩი ("მილანი") იმყოფება. შვედი გიგანტი ამ სიაში თავისი 17 ჰეთრიკით მოხვდა.
9-10 ადგილს ჰარი კეინი ("ტოტენჰემი") და ედინსონ კავანი ("მანჩესტერ იუნაიტედი") ინაწილებენ. მათ ანგარიშზე 15 ასეთი შეხვედრა გახლავთ.
მომზადებულია marca-ს მიხედვით

alt"ბარსელონა" საუკეთესოა, "ბაიერნი" - მე-3... დეკადის საუკეთესო გუნდები გამოვლინდნენ


ასევე დაგაინტერესებთ