რონალდო: ჩემი ვარცხნილობა საზიზღარი იყო - ბოდიში დედებს

AutoSharing Option
ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა რონალდომ ახსნა, თუ რატომ გაიკეთა მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატისას უჩვეულო ვარცხნილობა.

"ბოდიშს ვუხდი ყველა იმ დედას, რომელთა შვილებმა მომბაძეს და ეს ვარცხნილობა გაიკეთეს. ნახევარფინალის წინ ტრავმა მივიღე და ამის შესახებ არ მინდოდა თანამემამულე ჟურნალისტებთან მესაუბრა. ამიტომაც გავიკრიჭე თმა. თანაგუნდელებს ვკითხე, როგორ მოეწონათ ჩემი ახალი ვარცხნილობა და მათ მიპასუხეს, რომ საზიზღრობა იყო. მიუხედავად ამისა, ამან იმუშავა და ჟურნალისტებმა ტრავმაზე არაფერი მკითხეს", - ციტირებს რონალდოს Football24 News-ი.

ბრაზილიამ ფინალში "კიჭას" დუბლით გერმანია 2:0 დაამარცხა, თავად კი 8 გოლით
ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

ტეგები: