ქართველის ულამაზესი გოლი რუსეთის პრემიერლიგაში - ზლატანსაც შეშურდებოდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რუსეთის ჩემპიონატზე "ახმატის" 24 წლის თავდამსხმელმა გიორგი მელქაძემ შესანიშნავი გოლი გაიტანა.

მელქაძე "ხიმკისთან" საშინაო მატჩის (3:1) 64-ე წუთზე შევიდა მოედანზე და ბურთზე პირველი შეხებით "მაკრატელათი" დალაშქრა მეტოქის კარი.

მელქაძის ანგარიშზე მიმდინარე ჩემპიონატის 19 მატჩში 3 გოლია, ბოლოს კი გოლი 4 ოქტომბერს ჰქონდა გატანილი.

მელქაძე მოსკოვშია დაბადებული, რუსეთის მოქალაქეა, "სპარტაკის" ფეხბურთელია და გროზნოულ გუნდში სეზონის ბოლომდეა განათხოვრებული - ადრე იჯარით "ტოსნოსა" და "ტამბოვში" იმყოფებოდა. ის რუსეთის ყველა ასაკობრივ ნაკრებში თამაშობდა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ქართველის არა რუსის. და ზლატანს არ შეშურდებოდა
ტოტტი
23:17 17-04-2021
11
ვისი? ქართველის?
ქართველი
23:22 17-04-2021
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული