"რუბინმა" ხვიჩას გარეშე ვერ ივარგა

AutoSharing Option
რუსეთის ჩემპიონატის 27-ე ტურში "რუბინი" საკუთარ მოედანზე 0:1 დამარცხდა "კრასნოდართან".

"რუბინს" ტრავმირებული ხვიჩა კვარაცხელია და დისკვალიფიცირებული დენის მაკაროვი ვერ დაეხმარენ, ისინი ტრიბუნიდან ერთად გულშემტკივროდნენ თავიანთ გუნდს (იხ. ფოტო), რომელიც მათ გარეშე ერთობ უფერულად გამოიყურებოდა და წააგო კიდეც.

"რუბინი" 46 ქულით მეოთხე ადგილზეა და 1-ელ მაისს მოსკოვის "დინამოს" უმასპინძლებს.

ყაზანური გუნდის მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ განაცხადა, რომ კვარაცხელია შეიძლება ამ სეზონში დაუბრუნდეს მოედანს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული