120 ტრაქტორი, საცობი 6კმ-ზე, დაკავებები - ასე მიაცილეს ფანებმა ჰოლანდიური გუნდი თამაშზე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნიდერლანდების ერსტე დივიზიონის ცხრილში მეორე ადგილზე მყოფი "დე გრააფსხპაფი" გუნდის ფანებმა უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ განსხვავებულად მიაცილეს. ფანატებმა მთელი ზარზეიმით სატრაქტორო მსვლელობა მოაწყვეტს და ასე გაამართლეს მათი ძველი მეტსახელი - "სუპერფერმერები".

აქცია კი იმით დასრულდა, რომ ტრასაზე მყოფმა 120-მა ტრაქტორმა კორიდორი გააკეთა და საყვარელი გუნდი სტადიონამდე ასე მიაცილეს.

თუმცა, აქცია ასეთივე მხიარული პოლიციისთვის არ ყოფილა. სამართალდამცავებმა მსვლელობის რამდენიმე ლიდერი დააკავეს, რადგან გზაზე 6-კილომეტრიანი საცობი შეიქმნა. პოლიციის განცხადებით, ავარიების თავიდან აცილება მოახერხეს.

და რა მატჩი იყო ასეთი? "დე გრააფსხაფი" ერედივიზონში დასაბრუნებლად იბრძვის და გასვლაზე "აიაქსის" მეორე გუნდს ეთამაშებოდა. მიუხედავად ასეთი პატივისა, ფეხბურთელებმა ახალგაზრდა ამსტერდამელების დამარცხება ვერ შეძლეს და ელიტაში დაბრუნების საქმე ბოლო ტურისთვის გადადეს.

მომზადებულია Eurosport-ის მიხედვით
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული