"მე ჩემი ასაკი რაღაცის დასამალად არ უნდა გამოვიყენო..." - კამავინგათი ორი გრანდი ინტერესდება

AutoSharing Option
მადრიდის "რეალი" და მიუნხენის "ბაიერნი" ფრანგული "რენის" ნახევარმცველის, ედუარდო კამავინგას გადაბირებას შეეცდებიან. შეგახსენებთ, გასულ ზაფხულსაც ეს ორივე გუნდი ამ ფეხბურთელით ინტერესდებოდა, თუმცა მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. 

"მე ჩემს მომავალს ოჯახთან ერთად ვწყვეტ, თუმცა ამჟამად მე ჩემს ამჟამინდელ გუნდზე ვარ კონცენტრირებული. სეზონის განმავლობაში ჩვენ გვქონდა დაღმასვლა და აღმასვლა, მე ყოველთვის მაღალ დონეზე არ ვთამაშობდი. ვფიქრობ, უნდა ვიყო რეალისტი, მე ჩემი ასაკი რაღაცის დასამალად არ უნდა გამოვიყენო (თუ რაიმე ნაკლი მაქვს, რომ ითქვას, გამოასწორებსო)". 

წყარო: marca