ვაისმა გუნდი ჩაიბარა, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა სლოვაკეთის ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურით ადრე ლიდერი ბრატისლავის "სლოვანი" ჩაიბარა, - ამის შესახებ ინფორმაციას კლუბი საიტით ავრცელებს.

ვაისმა სლოვენიელი დარკო მილანიჩი შეცვალა, დღეს გუნდი ავარჯიშა და 15 მაისს "სლოვანს" "ზლატე მორავცესთან" მატჩში უხელმძღვანელებს.

კლუბის ვებგვერდი აღნიშნავს, რომ ვაისი სლოვაკური ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი წარმატებული მწვრთნელია და პარასკევს, სპეციალურ პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტების წინაშე წარდგება.

"სლოვანს" ჩემპიონის ტიტულის მოპოვება მომავალ ტურში შეუძლია და ამას გარდა, თასის ფინალშიც გავიდა - 19 მაისს გადამწყვეტ მატჩში "ჟილინას" შეხვდება. ასე რომ, ვაისის
გუნდი, დიდი ალბათობით, ჩემპიონთა ლიგაზე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება.

ვაისი "სლოვანს" 2011-12 წლებში ედგა სათავეში, იქამდე კი სლოვაკეთის ნაკრების თავკაცი იყო.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული