ევრიკა. რუსეთი მსოფლიო ფეხბურთის ფლაგმანი ყოფილა

AutoSharing Option
რუსეთის ფეხბურთის კავშირის გენერალურმა დირექტორმა ალეკსანდრ ალაევმა მსოფლიო ფეხბურთში მათი ქვეყნის როლზე გამოთქვა საკუთარი მოსაზრება.

"რუსული ფეხბურთი მოცემულ მომენტში მსოფლიო ფეხბურთის ფლაგმანია. ჩვენ ვეცადეთ კონკურენტი მოგვეძებნა და გვეგონა, ვინმე კიდევ ატარებდა ყველა შეჯიბრებას.

თუ გლობალურად შევხედავთ, რუსეთის ფეხბურთის კავშირი ამ რთულ დროში ატარებს ვარჯიშებს, ბავშვთა და ქალთა ტურნირებს, შეჯიბრებებს მინი-ფეხბურთსა და პლაჟის ფეხბურთში.

ჩვენ შურით გვიყურებენ, ვინაიდან მრავალ ქვეყანაში აკრძალულია ტურნირები და ვარჯიშებიც კი", - განაცხადა ალაევმა მოსკოვის ოლქის ფეხბურთის ფედერაციის საანგარიშო-საარჩევნო კონფერენციაზე.

მომზადებულია "Р-Спорт"-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 13 /
თუ ხალხს არაფერი აქვთ საამაყო, ისინი ტრაბახობენ თავიანთი უბედურებით.
TanoLife
20:56 14-05-2021
7
ეს კაცი სავარაუდოდ ძალიან არადეკვატური რუსეთშიც კი არავინ დაიჯერებს ამ ნაბოდვარს :))
რუსი ექსპერტები ვისაც ჭკუა მოეკითხებათ სულ იმას ამბობენ რომ დაბალი დონის ლიგა გვაქვს და არაფერი კეთდება იმისთვის რომ დონე ავწიოთო და ეს რეებს ლაპარაკობს თვითონ მაინც ჯერა ამის.
გიორგი
19:04 14-05-2021
10

სიახლეები პოპულარული