38 წლის დანი ალვესი ბრაზილიის ნაკრებში გამოიძახეს

AutoSharing Option
ბრაზილიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ორ მატჩს ჩაატარებს: 5 ივნისს "მარაკანაზე" ეკვადორს უმასპინძლებს, ხოლო 9 ივნისს სტუმრად პარაგვაის დაუპირისპირდება. მწვრთნელმა ტიტემ ეროვნულ გუნდში 38 წლის დანი ალვესს უხმო.

მეკარეები: ალისონი (ლივერპული), ედერსონი (მანჩესტერ სიტი), ვევერტონი (პალმეირასი)

მცველები
: დანი ალვესი (სან-პაულუ), დანილო, ალეკს სანდრო (ორივე იუვენტუსი), რენან ლოდი (ატლეტიკო), ედერ მილიტაო (რეალი), ლუკას ვერესიმო (ბენფიკა), მარკინიოსი (პსჟ), ტიაგო სილვა (ჩელსი)

ნახევარმცველები: ფაბინიო (ლივერპული), ფრედი (მანჩესტერი), ლუკას პაკეტა (ლიონი), კაზემირო (რეალი), დუგლას ლუისი (ასტონ ვილა), ევერტონ რიბეირო (ფლამენგო)

თავდამსხმელები: ევერტონი (ბენფიკა),
რობერტო ფირმინო (ლივერპული), გაბრიელ ბარბოზა (ფლამენგო), გაბრიელ ჟეზუსი (მანჩესტერ სიტი), ნეიმარი (პსჟ), რიშარილსონი (ევერტონი), ვინისიუს ჟუნიორი (რეალი)