დღეს, 20 მაისს კოპა ლიბერტადორესზე ბუენოს აირესის "რივერ პლეიტმა" კოლუმბიურ "სანტა ფეს" უმასპინძლა და მეტოქე 2:1 დაამარცხა.
განსაკთრებული ეს მატჩი იმ მიზეზით გამოვიდა, რომ "რივერის" კარს არგენტინის ნაკრების 35 წლის ნახევარმცველი ენცო პერესი იცავდა, რომელიც მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
არგენტინული გრანდის რიგებში კორონავირუსი მძვინვარებს და "რივერის" სამწვრთნელო შტაბმა თამაშისთვის 11 ფეხბურთელი ძლივს შეაგროვა - გამოცდილ პერესს კი კარი ანდეს და არც შემცდარან. განსაკუთრებულად ძნელი ბურთი არ მოუგერიებია, თუმცა არც შეცდომა დაუშვია და გუნდმაც მოიგო.
"რივერ პლეიტი" ჯგუფში 9 ქულით პირველ ადგილს იკავებს და შემდეგ ეტაპზე გასავლელად ბოლო ტურში ფრეც ჰყოფნის.