განსაკუთრებული შემთხვევა ლიბერტადორესზე - "რივერის" კარში ნახევარმცველი იდგა, ის საუკეთესო გახდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 20 მაისს კოპა ლიბერტადორესზე ბუენოს აირესის "რივერ პლეიტმა" კოლუმბიურ "სანტა ფეს" უმასპინძლა და მეტოქე 2:1 დაამარცხა.

განსაკთრებული ეს მატჩი იმ მიზეზით გამოვიდა, რომ "რივერის" კარს არგენტინის ნაკრების 35 წლის ნახევარმცველი ენცო პერესი იცავდა, რომელიც მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

არგენტინული გრანდის რიგებში კორონავირუსი მძვინვარებს და "რივერის" სამწვრთნელო შტაბმა თამაშისთვის 11 ფეხბურთელი ძლივს შეაგროვა - გამოცდილ პერესს კი კარი ანდეს და არც შემცდარან. განსაკუთრებულად ძნელი ბურთი არ მოუგერიებია, თუმცა არც შეცდომა დაუშვია და გუნდმაც მოიგო.

"რივერ პლეიტი" ჯგუფში 9 ქულით პირველ
ადგილს იკავებს და შემდეგ ეტაპზე გასავლელად ბოლო ტურში ფრეც ჰყოფნის.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვერაფერი მეკარე,მაგრამ ჭკვიანი კაცი ყოფილა. იცოდა რა შეეძლო და რა არა.ამიტომ არც ღელავდა,თავის თავზე,ბევრს არ იღებდა და თავდაჯერება, გუნდსაც გადასდო.ყოჩაღ!
სოსო
15:25 20-05-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული