მხითარიანს ნაკრებში არ უხმეს და ძალიან გააბრაზეს

AutoSharing Option
სომხეთის ნაკრების მწვრთნელმა ხოაკინ კაპაროსმა მომავალი ორი მატჩისთვის "რომას" ნახევარმცველი ჰენრიხ მხითარიანი არ გამოიძახა.

მხითარიანმა სერია A-ში ჩინებული სეზონი ჩაატარა, 34 მატჩში 13 გოლი გაიტანა, 10 საგოლე გადაცემა გააკეთა, WhoScored-ის ვერსიით ჩემპიონატის სიმბოლურ გუნდში 7.3-იანი შეფასებით მოხვდა და რომაულმა კლუბმა კონტრაქტი 2 წლით გაუგრძელა. თუმცა 32 წლის ჰენრიხი ნაკრებში უკანასკნელ ხანს ისევე წარმატებულად ვერ ირჯება, როგორც "ჯალოროსიში" და მისი არგამოძახების მიზეზიც ეს უნდა იყოს.

"ჩემდა გასაკვირად, სომხეთის ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა შემატყობინა, რომ რაღაც მიზეზების გამო მომავალი შეხვედრებისთვის არ მიხმეს.

დასახელებულმა
ოფიციალურმა მიზეზებმა ვერ დამარწმუნა, თუმცა ჩვენს ბიჭებს წარმატებებს ვუსურვებ", - წერს მხითარიანი თავის "ტვიტერზე".

სომხეთის ნაკრები ამხანაგურ მატჩებში 1-ელ ივნისს ხორვატიასა და 5 ივნისს შვედეთს დაუპირისპირდება.

მხითარიანმა ეროვნულ გუნდში 2007 წლიდან 88 მატჩში 30 გოლი გაიტანა და 25 საგოლე გადაცემა გააკეთა. ცნობისათვის, ნაკრებმა მის გარეშე ზედიზედ 5 გამარჯვება იზეიმა.