აგუეროს საყვარელი ადამიანები - დაწყებული მარადონას შვილიდან, დამთავრებული 24 წლის მოდელით [PHOTO]

AutoSharing Option
სერხიო აგუერომ "მანჩესტერ სიტი" დიდებულად დატოვა. შეგახსენებთ, არგენტინელი ფორვარდი პრემიერლიგის ბოლო ტურში შეცვლაზე შემოვიდა და 2 გოლის გატანა მოახერხა, მისმა გუნდმა კი "ევერტონი" 5:0 გაანადგურა.

"ქალაქელთა" ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის გვერდით სოციალურ ქსელში ყოველთვის სხვადასხვა ლამაზმანი ჩნდებოდა.

ჯიანა მარადონა

სერხიო აგუეროსა და ლეგენდარული დიეგო მარადონას შვილს, ჯიანა მარადონას შორის ურთიერთობა 2008 წელს დაიწყო, 2009 წელს კი მათ ბიჭი, სახელად ბენჟამინი შეეძინათ. აგუერო იმ დროს ჯერ კიდევ მადრიდის "ატლეტიკოსთვის" უტევდა.

Sportall.Ge

თუმცა წყვილი 2012 წელს ერთმანეთს დაშორდა, ჯიანამ კი მსოფლიოს ეს "ტვიტერის"
მეშვეობით ამცნო.

ხშირი იყო ცუდი შინაარსის მქონე კომენტარები, როდესაც სერხიოს აკრიტიკებდნენ, თუმცა მარადონას ქალიშვილი ხშირად მას იცავდა. მაგალითად, ერთ-ერთ ცუდ კომენტარს აგუეროს ყოფილმა მეუღლემ შემდეგი სიტყვებით უპასუხა:

"ამას ნუ იტყვით, ის ჩემი შვილის მამაა, მას კი ნამდვილად არ მოსწონს, რასაც თქვენ საუბრობთ".

არგენტინელი ფორვარდი ამის შემდეგ უამრავ ქალბატონთან "გამოიჭირეს". ამჟამად სერხიო 24 წლის სუპერმოდელთან ერთადაა.