"რუსულ ფეხბურთში ყველანი გაიძვერები, ვიგინდარები და დილეტანტები არიან" - ამბობს "მანჩესტერის" ყოფილი ფეხბურთელი

AutoSharing Option
"მანჩესტერისა" და რუსეთის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა ანდრეი კანჩელსკისმა რუსული ფეხბურთის პრობლემებზე იუთუბის არხ "Футбольный Хейт"-ზე ისაუბრა.

- ჩვენს ფეხბურთში ყველანი გაიძვერები, ვიგინდარები და დილეტანტები არიან. როგორ შეიძლება ასეთი რამ ბოლო მომენტში?

- თქვენ პლეი-აუტის მატჩებს გულისხმობთ?
- დიახ, ეს სამარცხვინოა. ადგნენ და ორი გუნდი მოკლეს (ტოპ 4-ეულში მოხვედრილ ორენბურგსა და ალანიას ლიცენზია არ მისცეს).

ოსურ გუნდს, რამდენადაც ვიცი, კარგი სტადიონი აქვს, იდეალური მოედანი, გულშემატკივრებს ფეხბურთი უყვართ. "ორენბურგი" კი იქამდე ორი წელი თამაშობდა და არავის არაფერი უთქვამს. რისთვის არის რეგლამენტში სათადარიგო მოედნები?

- და როგორ უნდა ითამაშონ სტადიონზე მშენებლობისას?

- ჩვენ "მანჩესტერში" მაშინ ვთამაშობდით, როდესაც მშენებლობა მიმდინარეობდა. ეს ყველაფერი ნორმალურია. თუ ნორმალური ხალხი, საფეხბურთო, მუშაობენ ფეხბურთის ფედერაციაში, ყველაფერი ნორმალურად იქნება, ხოლო თუ დილეტანტები, გაიძვერები და თაღლითები - რა თქმა უნდა, არაფერი არ იქნება.

კიდევ: გუნდები 14:00 და 16:00 საათზე თამაშობენ. თქვენ რა, ფეხბურთს დასცინით? რატომ ვამბობ: არსებობს ფეხბურთის ღმერთი, რომელიც ამ არამზადების გამო ჩვენს ქვეყანას სჯის. ამიტომაც ვიტანჯებით.

უკანასკნელ ხანს აკადემიებში ფეხბურთელებს ფულის გამო იყვანენ, რომელთა მოედანზე შეშვება საერთოდ არ შეიძლება. მათ კი იყვანენ. ფეხბურთს დასცინიან.

- თქვენ გესმით, რომ ამ სიტყვების მერე რუსულ ფეხბურთში სამუშაოს შოვნა გაგიჭირდებათ?
- თუ მოინდომებენ, თუ ნორმალურები იქნებიან, ადეკვატური ადამიანები, რომლებსაც ფეხბურთი უყვართ, მაშინ ვიმუშავებთ. მე რა, უნდა ვთქვა, რომ ჩვენთან ყველაფერი კარგადაა, ყოჩაღ, ასევე გააგრძელეთ?

მკითხველის კომენტარები / 5 /
ერთი ის მოყვეს ინგლისში რა მაფიაა და საერთოდ ტოტალიზატორისაა ფეხბურთი. დააკვირდით ე.წ. წამყვანი გუნდები ვის უკეთებენ რეკლამას.მაისურებზე ვისი ემბლემა ახატია ან აწერია.
გრიგოლი1408
16:58 29-05-2021
9
ჩვენთან მხოლოდ პროფესიონალები არიან. გაიძვერები და განსაკუთრებით ვიგინდარები არ გვყავს!!!!
haha
15:13 29-05-2021
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული