"როტორმა" მახათაძე დაიმატა - მან საქართველოს 19-წლამდე ნაკრებში თამაში არ ისურვა

AutoSharing Option
რუსეთის რანგით მეორე დივიზიონში გავარდნილმა "როტორმა" წარმოშობით ქართველი ნახევარმცველი დაიმატა.

როსტოვში დაბადებულმა და რუსეთის ყველა ასაკობრივ ნაკრებში ნათამაშევმა 23 წლის გიორგი მახათაძემ რუსეთის პრემიერლიგის ვერც ერთ გუნდში ვერ მოახერხა დამკვიდრება და "როტორის" ფეხბურთელი გახდა.

ის მოსკოვის "ლოკომოტივში", "რუბინში", სკა-ხაბაროვსკში", "ლოკომოტივ-კაზანკასა" და "როსტოვში" ასპარეზობდა, რომლის რიგებში გასულ სეზონში 10 მატჩში 1 გოლი გაიტანა და კონტრაქტი არ გაუგრძელეს.

მახათაძემ 2017 წელს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში თამაშზე უარი განაცხადა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
არ ისურვა და კაია მაგისთანა უვარგისი ფეხბურთელები აქაც ბევრია
გიორგი
00:58 13-06-2021
0
იდეალური კომენტარი დავწერე ცოტა ხნის წინ ადმინ ცენზურას რა ვუთხარი
შაკო
00:36 13-06-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული