ცენტრიდან გატანილი ლეგენდარული გოლები: სტანკოვიჩის ყუმბარა, პალერმოს 40-მეტრიანი თავური და ირანეკის ფანტასტიკა [VIDEO]

AutoSharing Option
2020 წლის ევროპის ჩემპიონატი ჯერ კიდევ არ დასრულებულა, თუმცა გულშემატკივარმა რამდენიმე ლამაზი გოლი უკვე იხილა - იარმოლენკოს ბრწყინვალე დარტყმა, რომელიც ნიდერლანდების წინააღმდეგ შეასრულა. ტურნირის მეოთხე დღეს კი პატრიკ შიკმა, სავარაუდოდ, ტურნირის საუკეთესო ბურთიც გაიტანა. შეგახსენებთ, ჩეხეთმა შოტლანდია სწორედ შიკის დუბლის წყალობით 2:0 დაამარცხა, თვითონ ფეხბურთელმა კი მარშალს 45.5 მეტრიდან გაუტანა, რაც კონტინენტის რეკორდია.

გადავწყვიტეთ გაგახსენოთ მოედნის ცენტრიდან გატანილი ცნობილი გოლები. სტატიაში შეხვდებით ალონსოსა და ბექჰემის გასროლას, სტანოვიჩის იდეალურ შესრულებას და ასე შემდეგ.

ხაბი ალონსო ("ლივერპული"-"ნიუკასლი", 2004)

2006 წლის 20 სექტემბერს
"ლივერპულის" ნახევარცმველმა კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი დასამახსოვრებელი გოლი გაიტანა. პრემიერლიგის ეგიდით გამართულ შეხვედრაში ესპანელმა ფეხბურთელმა მეკარე გამოსული შენიშნა და დიდებული შესრულებით საკუთარი ნახევრიდან გაიტანა.


მერსისაიდული კლუბის მაშინდელმა თავკაცმა რაფაელ ბენიტესმა ეს ყველაფერი გაიხსენა:

"ეს სახალისო გასახსენებელია, თუმცა მაშინ, სანამ ხაბი გოლს გაიტანდა, ვუყვიროდი, რომ ბურთი ჯერარდისთვის გადაეწოდებინა, რომელიც მარჯვენა მხრიდან ეხსნებოდა. ალონსო მოედანს შესანიშნავად ხედავდა და დიდებული ბურთიც გაიტანა. ეს გოლი, რამდენადაც გასაკვირი უნდა იყოს, არ გამკვირვებია, რადგან ვარჯიშზე ხშირად ვხედავდი, თუ როგორ ვარჯიშობდა ცენტრიდან ესპანელი" - განაცხადა რაფაელმა.

დევიდ ბექჰემი ("უიმბლდონი"-"მანჩესტერ იუნაიტედი", 1996)

Sportall.Ge

ახალგაზრდა ბექჰემის საუკეთესო გოლი. დევიდი "მანჩესტერ იუნაიტედში" დამკვიდრდა, თუმცა მსოფლიოს საუკეთესოობამდე ჯერ კიდევ ძალიან ბევრი აკლდა, თუმცა ნახევარმცველმა თავი დიდებული გოლით წარმოაჩინა, რის შემდეგაც ინგლისის ნაკრებიდან მოწვევამაც არ დააყოვნა. "სამი ლომის" გულშემატკივრებმა ამ ბურთს "ეს გოლი" უწოდეს.

"ამ გოლის შემდეგ უბედნიერესი ვიყავი, მაშინ ფერგიუსონიც კი გავახარე" - განაცხადა დევიდმა დიდებული ბურთიდან წლების შემდეგ.

მარტინ ირანეკი ("კუბანი"-"ტერეკი", 2012)

"ტერეკის" მცველმა რუსეთის პრემიერლიგის ეგიდით გამართულ შეხვედრაში "კუბანის" წინააღმდეგ ბრწყინვალე გოლი გაიტანა. მატჩის 35-ე წუთზე ჩეხმა ბურთი მოედნის ცენტრში მიიღო და კარისკენ დაახლოებით 45 მეტრისკენ ყუმბარისებური დარტყმით გაუშვა. "კუბანის" მეკარემ, ალექსანდერ ბელანოვმა, ვერაფერი მოახერხა, ეს სიგიჟე კი რუსეთის პრემიერლიგის დეკადის საუკეთესო გოლად დასახელდა.

ალესანდრო ფლორენცი ("რომა"-"ბარსელონა", 2015)

შეხვედრის 31-ე წუთზე ალესანდრო ფლორენციმ მარჯვენა ფლანგზე ბურთი მიიღო და კატალონიური გუნდის მეკარეს, ტერ შტეგენს ბურთი ცენტრიდან გაუტანა, ამ გოლით კი რომაელები "ბლაუგრანასთან" მარცხს გადაურჩნენ.

"როდესაც ცენტრიდან დავარტყი, დანიელემ გიჟი მიწოდა, თუმცა შემდეგ თვითონვე გაოგნებული იყურებოდა, ირგვლივ მყოფები კი კომპლიმენტებით მაჯილდოებდნენ" - განაცხადა ფლორენციმ.

დეიან სტანკოვიჩი ("ინტერი"-"შალკე", 2011)

სერბმა ნახევარმცველმა თავი შეხვედრის 26-ე წამზე გამოიჩინა, თანაც, რა თამაშში? ეს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური დაპირისპირების პირველი მატჩი გახლდათ. სტანკოვიჩმა ნოიერის მიერ მოგერიებული ბურთი ჰაერიდანვე კარში გადაგზავნა.

"მას შემდეგ, რაც ცენტრიდან გოლი გავიტანე, ყველა მეკითხებოდა: "გიჟი ხომ არ ხარ? რატომ მოგინდა ცენტრიდან დარტყმა?" - გაიხსენა სერბეთის ნაკრების ნახევარმცველმა.

"პასუხად კი ვუთხარი, რომ მოქმედების საფიქრალად დრო არ გაქვს, ასეთ დროს გადაწყვეტილება მყისიერად უნდა მიიღო".

მარტინ პალერმო ("ბოკა ხუნიორსი"-"ველეზ სარსფილდი", 2009)

თქვენი აზრით, შესაძლებელია თავით 40 მეტრიდან გატანა? ეს მარტინ პალერმოსთვის პრობლემა ნამდვილად არ გახლდათ. ფეხბურთელმა მეკარის შეცდომით ისარგებლა და მისთვის საიუბილეო მე-200 გოლი ოქროს დარტყმით გაიტანა.


მომზადებულია sports-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული