შევჩენკომ განმარტა, რატომ ვერ გახდა კალაძის და ვეას მსგავსად წარმატებული პოლიტიკოსი

AutoSharing Option
უკრაინის ნაკრების მწვრთნელმა ანდრეი შევჩენკომ Forbes-Украина-სთან ინტერვიუში თავის პოლიტიკურ გამოცდილებაზეც ისაუბრა.

- როგორც მივხვდი, პოლიტიკამ იმედი გაგიცრუათ. საერთოდ რატომ გადაწყვიტეთ პოლიტიკაში წასვლა - ეს ბერლუსკონის ზემოქმედებაა? თქვენ როგორი ამბიცია გქონდათ?
- ვერ ვიტყვი, რომ პოლიტიკამ იმედი გამიცრუა - უბრალოდ მივხვდი, რომ ეს ჩემი სფერო არაა. თავს არაკომფორტულად ვგრძნობდი, სიამოვნებას ვერ ვიღებდი და ვერ ვხედავდი, საკუთარი თავის რეალიზაცია როგორ მომეხდინა.

რატომ წავედი იქ? უკრაინა ახალგაზრდა სახელმწიფოა, სადაც ახალგაზრდა პოლიტიკოსებზე მოთხოვნაა, თანაც, სპორტსმენებზე. ეს მსოფლიო ტენდენციაა. საქართველოში სერიოზული პოლიტიკური კარიერა გაიკეთა "დინამოში" ჩემმა
პარტნიორმა კალაძემ, ლიბერიაში ვეა პრეზიდენტი გახდა.

სამყარო იცვლება და ყველა მსურველისთვის ახალ შესაძლებლობებს ხსნის. კარიერის დასრულების შემდეგ კარგი დამატებითი განათლების მიღების ბევრი შესაძლებლობაა. მაგალითად, ჰარვარდში ყოფილი ათლეტებისთვის საგანმანათლებლო პროგრამაა.

- თქვენთვის ეს გვერდი საბოლოოდ დახურულია?
- ახლა საკუთარ თავს პოლიტიკაში ნამდვილად ვერ ვხედავ.

მკითხველის კომენტარები / 10 /
ობიექტურად რომ ვიმსჯელოთ კალაძე ერთერთი უიშვიათესი პოლიტიკოსია რომელმაც საკუთარ თავზე იმუშავა და რაღაცას აკეთებს. გადახედეთ უბრალოდ თუნდაც 2011-12 წლების მის საუბარს და დღევანდელს, ცა და დედამიწაა. კარგი ფეხბურთელი იყო და ჩემდა გასაკვირად კარგი პოლიტიკოსი გამოვიდა
დავითი
17 ივნისი 2021 02:06
41
პოლიტიკოსი როგორი გამოვიდა ჯერ ამაზე ადრეა საუბარი, მაგრამ როგორც პიროვნება ნამდვილად კარგია, ასევე ცუდი მერიც ნამდვილად არ არის
მამუკა
17 ივნისი 2021 02:57
13
სხვა უმოქმედო ჩინოვნიკების ფონზე დამოუკიდებელიცაა, ხედვაცა აქვს, მიზანიც და საქმის გაკეთებაც შეუძლია
ziz
17 ივნისი 2021 08:12
7
ყველა გამოხმაურება
გამოექანონო ეგ არიყო რომ მოუწოდა ?
შუათითი მე ვაჩვენე ხალხს ?
რამდენი რამ კიდე ...
მაგის ნაპოლიტიკოსარი არ გაიშვას.

დარჩენილიყო ფეხბურთში უყვარდა ხალხს და ასე შეაძულა თავი. ფუუუ

Lm
17 ივნისი 2021 08:57
28
კახა კალაძე საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ქ. თბილისის საუკეთესო მერია!!! აბა, დასცხეთ "დისლაიქები"... "ნაც-აქტივისტებო" და "ბოღმის" ბუკეტებო...
tngh
17 ივნისი 2021 15:40
16
ისე ყველა ვისაც მთავრობა არ მოწონს ნაცი რატოა?
ვახო
17 ივნისი 2021 19:48
1
თბილისის გარდა რომელიმე სხვა ქალაქის მერიცაა კალაძე და იქ აკეთებს კარგ საქმეებს? მართლა ძალიან მაინტერესებს, რა გააკეთა კარგი?
lado
17 ივნისი 2021 11:41
13
კალაძეზე ვინც იძახის მაგარი პოლიტიკოსიაო,თქვენ პოლიტიკის გაგებაში არ ყოფილხართ.
გრიგოლი1408
17 ივნისი 2021 16:59
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული