"სელესაო" 2019 წლის შემდეგ არ აგებს! ბრაზილიის მორიგი გამარჯვება და პირველი ადგილი კოპა ამერიკაზე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, კოპა ამერიკის ეგიდით, 2 შეხვედრა გაიმართა.

ბრაზილია პერუს დაუპირისპირდა და დიდი უპირატესობით, 4:0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ "სელესაო" ყველა ტურნირზე 2019 წლის 19 ნოემბრის შემდეგ დაუმარცხებელია.

რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, ბრაზილიელებმა პირველი გოლი მე-12 წუთზე გაიტანეს. თავი ალექს სანდრომ გამოიჩინა. შეხვედრის პირველ ნახევარში აღარაფერი შეცვლილა, მეტიც, გულშემატკივარი მეორე გოლს 68-ე წუთამდე ელოდა, შემდეგ კი ტურნირის მასპინძლებმა "გაილაღეს".

68-ე წუთზე ნეიმარმა ფრედის გადაცემით ისარგებლა და სხვაობა ორამდე გაზარდა. 89 წუთზე გოლი ევერტონმაც შეაგდო, ხოლო მატჩს წერტილი რიჩარლისონმა 90+3 წუთზე დაუსვა.

ამრიგად,
"სელესაო" 6 ქულით 1-ელ ადგილზე იმყოფება. თავის მხრივ, პერუ 0 ქულით ბოლო ადგილს იკავებს.

ბრაზილია 24 ივნისს კოლუმბიას დაუპირისპირდება. პერუ იმავე კოლუმბიას 21 ივნისს შეხვდება.

მეორე შეხვედრა კოლუმბიასა და ვენესუელას შორის შედგა. შეხვედრა ფრედ, 0:0 დასრულდა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
არგენტინა სადაა
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული