არგენტინის პირველი გამარჯვება კოპა ამერიკაზე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 19 ივნისს, კოპა ამერიკის მეორე ტურში ერთმანეთს არგენტინა და ურუგვაი დაუპირისპირდნენ. შეხვედრა არგენტინელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

"ალბისელესტემ" შეხვედრა აქტიურად დაიწყო და რამდენიმე კარგი მომენტიც შექმნა, მე-14 წუთზე ლეო მესის პირისპირ დარჩენილმა ლუკას ტორეირამ ლეგენდას ვერაფერი დაუპირისპირა, არგენტინელი კი საჯარიმოსკენ შეიჭრა და ბურთი მეკარის საჯარიმოსკენ გაგზავნა, გუიდო როდრიგესმა კი თავური დარტყმით საკუთარ ნაკრებს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა.

ამრიგად, 2 ტურის შემდეგ არგენტინა 4 ქულით 1-ელ ადგილს იკავებს, ურუგვაისთვის კი ეს თამაში მიმდინარე კოპა ამერიკის ტურნირზე პირველი გახლდათ.

ალბისელესტე მომდევნო შეხვედრას 22
ივნისს, პარაგვაის წინააღმდეგ გამართავს, ურუგვაი იმავე რიცხვში ჩილეს დაუპირისპირდება.

სხვა შეხვედრა:

ჩილე - ბოლივია 1:0

მკითხველის კომენტარები / 5 /
ღია თამაში ალბათ უნდა იყოს ის რასაც ლატვია ევრო 2004ზე თამაშობდა, მაშინ მათ ლიდერ მარის ვერპაკოვსკისს ერთმანეთზე უფრო ღია გოლები გაჰქონდა.
Levani
16:55 19-06-2021
1
ღია თამაში რას ქვია ხომ ვერ გვეტყვი?
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული