ტიაგო: მეზიზღება თანამედროვე ფეხბურთი...

AutoSharing Option
"ლივერპულისა" და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველმა ტიაგო ალკანტარამ ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა დამოკიდებულება აქვს თანამედროვე ფეხბურთის მიმართ.

"რა შეცვალა კორონავირუსმა? მწვრთნელებს ფეხბურთელებთან ურთიერთობისთვის მეტი დრო აქვთ, ასევე ფეხბურთელებიც ერთმანეთთან უფრო ხშირად არიან. კონკურენუნარიანობა იკლებს, თუმცა სხვა ასპექტები ძლიერდება.

დამატებით შეცვლებს იქამდე მივყავართ, რომ გუნდები, რომლებიც თავს იცავენ, ამას 90 წუთის განმავლობაში აკეთებენ, ხოლო ისინი, ვინც პრესინგს მიმართავენ, იგივეს თამაშის ბოლომდე შვრებიან.

მე ასეთი მენტალიტეტი მაქვს - "თანამედროვე ფეხბურთი მეზიზღება", უფრო მეტად კლასიკური მიდგომა მომწონს.

კიდევ არის ეს VAR, რომლის წინააღმდეგად
სულ გამოვდიოდი. ის ფეხბურთს ავატიურიზმს ართმევს. ფეხბურთელები ვცდებით, მწვრთნელები ცდებიან და შეცდომები მსაჯებმაც უნდა დაუშვან. VAR რომ ყოფილიყო, უამრავი ლეგენდარული მომენტი არ იარსებებდა.

მოედნის ცენტრიდან ულამაზესი გოლი რომ გაგაქვს, ყველა ელოდება და ფიქრობს: "იმედია, შეტევის დასაწყისში ჯარიმა არ იყო, იმედია თამაშგარეში არ ვიყავი, იმედია..." - თქვა ესპანელმა.

მომზადებულია The Guardian-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
100%
ილია
00:13 21-06-2021
1
ულაპარაკოდ 100000% სიმართლეა!!!
ავჭალიდან
16:18 20-06-2021
5
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული