ჩრდილომაკედონიელთა მწვრთნელი ანგელოვსკი გადადგა

AutoSharing Option
ჩრდილოეთ მაკედონიამ, რომელმაც გასულ წელს საქართველოს ნაკრებს სძლია და ევროპის ჩემპიონატზე გავიდა, ტურნირზე უხეიროდ იასპარეზა, ჯგუფში სამივე მატჩი უშანსოდ წააგო, მისი მწვრთნელი იგორ ანგელოვსკი კი გადადგა.

"ამ გუნდის ევროპირველობაზე ხელმძღვანელობა ჩემთვის დიდი პატივი იყო. უკეთ ასპარეზობა გვსურდა, მაგრამ იმედგაცრუებული არავინ უნდა დარჩეს, ვინაიდან ეს დიდ სცენაზე ჩვენი დებიუტი იყო. ფეხბურთელებს ძალისხმევისათვის შემიძლია მხოლოდ მადლობა გადავუხადო.

ევროზე გასვლით ჩვენი გუნდი ისტორიაში შევიდა და პანდევს მადლობა უნდა გადავუხადოთ ყველაფერ იმისათვის, რაც ჩრდილოეთ მაკედონიის ფეხბურთისთვის გააკეთა. მე გამიმართლა, რომ 5.5 წელი ვმუშაობდი ა
დამიანთან და ფეხბურთელთან, რომელიც სხვებს მაგალითს აძლევდა და მომავალი თაობისთვის თამასა მაღალ სიმაღლეზე ასწია.

ამ რანგში ეს ჩემი ბოლო პრესკონფერენციაა. ჩემი კონტრაქტი 31 ივლისს იწურება და მე მივდივარ", - განაცხადა ანგელოვსკიმ ნიდერლანდებთან 0:3 დამარცხების შემდეგ.

მკითხველის კომენტარები / 7 /
რომ არა პოლიტიკა, ან გახვიდოდით, ან არა!..
₾ადო
20:04 22-06-2021
13
ესენი ევრო კავშIრშI შევიდნენ და მაგ პონტშიც გაიყვანეს ევროპაზე მაგარი ტეხავს რო ესე წყდება ყველაფერი მსოფლიოში
6
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული