ჩრდილომაკედონიელთა მწვრთნელი ანგელოვსკი გადადგა

AutoSharing Option
ჩრდილოეთ მაკედონიამ, რომელმაც გასულ წელს საქართველოს ნაკრებს სძლია და ევროპის ჩემპიონატზე გავიდა, ტურნირზე უხეიროდ იასპარეზა, ჯგუფში სამივე მატჩი უშანსოდ წააგო, მისი მწვრთნელი იგორ ანგელოვსკი კი გადადგა.

"ამ გუნდის ევროპირველობაზე ხელმძღვანელობა ჩემთვის დიდი პატივი იყო. უკეთ ასპარეზობა გვსურდა, მაგრამ იმედგაცრუებული არავინ უნდა დარჩეს, ვინაიდან ეს დიდ სცენაზე ჩვენი დებიუტი იყო. ფეხბურთელებს ძალისხმევისათვის შემიძლია მხოლოდ მადლობა გადავუხადო.

ევროზე გასვლით ჩვენი გუნდი ისტორიაში შევიდა და პანდევს მადლობა უნდა გადავუხადოთ ყველაფერ იმისათვის, რაც ჩრდილოეთ მაკედონიის ფეხბურთისთვის გააკეთა. მე გამიმართლა, რომ 5.5 წელი ვმუშაობდი ა
დამიანთან და ფეხბურთელთან, რომელიც სხვებს მაგალითს აძლევდა და მომავალი თაობისთვის თამასა მაღალ სიმაღლეზე ასწია.

ამ რანგში ეს ჩემი ბოლო პრესკონფერენციაა. ჩემი კონტრაქტი 31 ივლისს იწურება და მე მივდივარ", - განაცხადა ანგელოვსკიმ ნიდერლანდებთან 0:3 დამარცხების შემდეგ.

მკითხველის კომენტარები / 7 /
აუ ვერ დავიჯერებ რო ამათმა მოგვიგეს!!! იმენა თხასავით გაგვყიდეს. არ მგონია ფედერაციას გავეყიდეთ არჩევნები იყო და ევროპაზე გასვლით ძალიან დიდ ქულებს დაიწერდნენ. სტადიონზე ხალხის არ დაშვება იყო კატასტროფა!!! ნებისმიერი ადამიანი მოაწერდა 14 დღიან კარანტის ოღონს სტადიონზე შეეშვათ! უჯგრელებმა კიდევ ერთხელ გვანახეს რა ძალა აქვს მაყურებელს.ხვიჩას კორონა ხო საერთოდ რუსეთში არ ქონდა აეროპორტში არ ქონდა და სასტუმროში შევყარეთ :( ეს ჩემი მოსაზრებაა.
ბოკინიო
24 ივნისი 2021 16:25
1
რა სისულელეს ამბობ, ვიღაცა ხარ, რა შუაშია ევროკავშირის წევრობა. აბა შენ არ წაგეგო და ვინ გავიდოდა.
სტატუს ქუო
24 ივნისი 2021 15:28
0
პოლიტიკა როგორ არ არის შუაში, დიახაც შუაშია. ეხლა მაგათი დროა, თქვენი დროც მოვაო (ალბათ ასე იყო). ვეტაფერს ვერ იზამ, პოლიტიკა ყველაფერში ერევა. მაგრამ მთავარია შენ შენს საქმეს პროფესიონალურად მიუდგე. ხომ გამოჩნდა ბოლო თამაშებში, რომ ფეხბურთის თამაში შეგვიძლია. ასე რომ სხვებისკენ ყურებას ჩვენ საქმეს მივხედოთ, ეს აჯობებს.
ქომაგი
24 ივნისი 2021 13:58
0
ესენი ევრო კავშIრშI შევიდნენ და მაგ პონტშიც გაიყვანეს ევროპაზე მაგარი ტეხავს რო ესე წყდება ყველაფერი მსოფლიოში
geo
23 ივნისი 2021 10:42
6
არ შესულა მაკედონია ევროკავშირში. მოგვეგო და ჩვენ ვიქნებოდით ევროპაზე. რა პოლიტიკა, რის პოლიტიკა.
რეებს იგონებთ
24 ივნისი 2021 14:33
0
რომ არა პოლიტიკა, ან გახვიდოდით, ან არა!..
₾ადო
22 ივნისი 2021 20:04
13
პოლიტიკა ნაკლებადაა შუაში, სამწუხაროდ. უბრალოდ ჩვენს გუნდზე ოდნავ ნაკლებად ფარჩაკი გუნდი არიან. თორემ ისე იქ არც მაკედონიას ესაქმება რამე და არც ჩვენს გუნდს
rasa
23 ივნისი 2021 02:52
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული