"მინდა მქონდეს მისი დრიბლინგის ნიჭი, ის ნიჭი, როგორც ურტყამს კარში..." - ლუკაკუ

AutoSharing Option
რომელუ ლუკაკუ და კრიშტიანო რონალდო ევრო 2020-ის ოქროს ბუცისთვის იბრძვიან, ბელგიელმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ სურდა პორტუგალიელი ვარსკვლავის მსგავსი დრიბლინგის ნიჭი ჰქონოდა.

ეს წყვილი ევრო 2020-ის მეთექვსმეტედ ფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, რონალდომ მეტოქის კარი უკვე 5-ჯერ აიღო, ლუკაკუმ კი თავი 3 გოლით გამოიჩინა.

"პერსონალურად ჩემთვის დიახ" - განუცხადა ლუკაკუმ პრესას, როდესაც ჟურნალისტებმა ჰკითხეს დაეხმარა თუ არა კრიშტიანო სერია A-ს განვითარებაში.

"გუნდისთვის სკუდეტოს მოგება მნიშვნელოვანი გახლდათ, ჩვენ ეს შევძელით, ეს შესანიშნავი იყო, ჩვენ ბევრი დაძაბული შეხვედრა მოვიგეთ და სეზონიც დიდებული გამოვიდა. ვიმედოვნებ, მომდევნო
წელსაც შევძლებთ იმავეს გამეორებას. მინდა მქონდეს მისი დრიბლინგის ნიჭი, ის ნიჭი, როგორც ურტყამს კარში, მას კი ალბათ ჩემი ძალა გამოადგებოდა".

რონალდოს გოლეადური ნიჭი ჯერ კიდევ თავს იჩენს, თანაც როგორ? ევრო 2020-ის მიმდინარეობისას პორტუგალიელმა ალი დაეის საერთაშორისო რეკორდი - 109 სანაკრებო გოლი მოხსნა, "იუვენტუსის" ლიდერმა ასევე შეძლო და ევროპის ჩემპიონატზე ჯამში 21 გოლი გაიტანა.

"გასაოცარი ციფრებია, თუ რაიმე რეკორდზე ვსაუბრობთ, ალბათ ერთადერთი ისაა, ვისაც ნებისმიერის დამხობა შეუძლია. რამდენი წლისაა ის? 36? ჩემპიონთა ლიგიდან "პორტუმ" გამოთიშა, მაშინ კი ნამდვილად გავოცდი, რონალდო კი დიდი კრიტიკის ქვეშ მოყვა. მომდევნო შეხვედრაში მოტივირებული გამოვიდა და ჰეთრიკი შეასრულა, ეს კი ჩემთვის დიდი მოტივაციაა, როდესაც ლიგაში, სადაც შენ ასპარეზობ ასეთი ფეხბურთელი თამაშობს, რატომ არ გინდა მის დონემდე მიხვიდე? იმ დონემდე, სადამდეც შენი შესაძლებლობები გეყოფა? ის მოთამაშეა, რომელიც მხოლოდ მოსაგებადაა მოედანზე, ის გასაოცარი ფეხბურთელია".

შეძლებს ლუკაკუ ბელგიასთან ერთად წარმატების მიღწევას? თუ ეს მოხდება სერია A-ს ტიტულისა და სანაკრებო ტურნირის მოგების შემთხვევაში "ნერაძურის" ფორვარდი ოქროს ბურთის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი იქნება, ეს კი ალბათ ისაა, რაც მისთვის ძალიან ღირებული იქნება.
ეს ჩემთვის ძალიან დიდი წარმატება იქნება, ამაზე ბავშვობიდან ვოცნებობდი" - განაცხადა ლუკაკუმ ოქროს ბურთთან დაკავშირებულ შეკითხვაზე.

"მინდა წინ დიდი ნაბიჯებით ვპროგრესირებდე, გულშემატკივრები ყოველთვის ჰარი კეინზე, რობერტ ლევანდოვსკისა და კარიმ ბენზემაზე საუბრობენ, ისინი უმაღლესი დონის ფეხბურთელები არიან, ვფიქრობ, ეს ტრიო ყოველთვის საუკეთესო ფორმაში არიან.

ბოლო ორ წელში მეც ვაჩვენე, რომ კარგ ფორმაში ვარ, რაც ჩემი გუნდის დამსახურებაა, მინდა მოგებათა სერია აქედან დაიწყოს. ფაქტია, რომ "ინტერთან" ერთად სერია A-ს მოგება მოტივაციას ერთიორად გაგვიზრდის, საბოლოო მიზანი კი ნაკრებთან ერთად დიდი წარმატების მიღწევა გახლავთ, ეს მე ბელგიის გულშემატკივრების მიერ აღიარებაში დამეხმარებოდა. მე ეს მჭირდება, პროვოკაციის ხაზსა და წარმატებას შორის საზღვარი ახლოსაა, როდესაც ხაზს ვუახოვდები, ვიცი, რომ ეს საზღვარია და მე უნდა გავიმარჯვო, ეს გზა უნდა გადავლახო. ვფიქრობ, ერთი ნაბიჯით წინ წავედი, მე წინსვლას განვაგრძობ, ყველაფერი შესაძლებელია.

ეს ყველაფერი კი ბევრ უშაობაზეა, უნდა იპოვო ის მცირედი დეტალიც კი, რაც წინსვლაში დაგეხმარება, ვიცი, რომ მე ამ პროცესში ვარ და მჯერა, ეს პატარ-პატარა დეტალები წინ წამწევს" - განაცხადა ლუკაკუმ.

მომზადებულია marca-ს მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 3 /
ი9ს უხარია მამულსა, რომ შვილი სჯობდეს მამასა
კონფუცი
08:14 28-06-2021
0
რა მაგარი ფოტოა
გივი
12:13 27-06-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული