"გენტმა" იარემჩუკზე მაზანდას აუწია

AutoSharing Option
"გენტის" 25 წლის უკრაინელ თავდამსხმელ რომან იარემჩუკს უკეთეს ლიგაში სურს კარიერის გაგრძელება, მაგრამ ბელგიური კლუბი ასე იოლად არ შეელევა.

Voetbal Nieuws ირწმუნება, რომ "გენტი" იარემჩუკს 25 მილიონ ევროდ აფასებს და ამ თანხას ევროცენტსაც არ დააკლებს. თავიდან მის გაყიდვას 20 მილიონად აპირებდნენ, მაგრამ უკრაინელმა ევროპირველობაზე 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა და ფასიც აუწიეს.

გასულ სეზონში რომანმა ყველა ტურნირზე 43 მატჩში 23 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა, Transfermarkt-ის მიხედვით კი მისი ფასი 15 მილიონია.

აღსანიშნავია, რომ შესაძლო
მომავალი ტრანსფერიდან 20%-ს ფეხბურთელის წინა კლუბი, კიევის "დინამო" მიიღებს.

იარემჩუკის სამსახურით "არსენალი", "ვესტ ჰემი", "ბეტისი", "ლაციო", "ბენფიკა", "ვოლფსბურგი", "ბენფიკა" და ორი თურქული კლუბია დინტერესებული.

მკითხველის კომენტარები / 1 /
მშვენიერი ფორვარდია, მაგრამ ამ გაგანია პანდემიისა და კრიზისის დროს ვინ გადაიხდის ამაში 25 მილიონს. თან წარმოავლობასაც აქცევენ რატომღაც ყურადღებას. ეს კი არც ბრაზილიელია და არც არგენტინელი სამწუხაროდ
ზურა
12:53 10-07-2021
0

სიახლეები პოპულარული