"ჯოჯოხეთამდე გზა გქონიათ..." - ნეიმარი ბრაზილიელებს დაუპირისპირდა

AutoSharing Option
ნეიმარმა იმ ბრაზილიელებს მიმართა, რომლებიც კოპა ამერიკის ფინალში არგენტინას უგულშემატკივრებენ.

მოგეხსენებათ ეს ტურნირი ბრაზილიაში იმართება, მცირე ოდენობით ადგილობრივს კი სურს, რომ ლიონელ მესიმ სანაკრებო ტიტული მოიგოს, მიუხედავად იმისა, რომ ის მათი ქვეყნის მოწინააღმდეგე იქნება, ამ ყველაფერმა კი ნეიმარი განარისხა.

"მე მთელი სიყვარულითა და სიამაყით ბრაზილიელი ვარ" - წერს ნეიმარი საკუთარ ინსტაგრამის სთორიში.

"ჩემი ოცნება ყოველთვის ბრაზილიის ნაკრებში თამაში და სტადიონზე მომღერალი გულშემატკივრების მოსმენა გახლდათ. თუ საქმე შეჯიბრს ეხება არასდროს შემიტევია და არც მათ წინააღმდეგ წავალ, არ აქვს მნიშვნელობა იქნება ეს სპორტი,
სამოდელო კონკურსი თუ ოსკარი. თუ იქ ბრაზილია მონაწილეობს, მე აუცილებლად ჩემი თანამემამულისკენ ვარ. მე მათ პატივს ვცემ, მაგრამ მათ, ვინც ჩვენს წინააღმდეგ არიან, ჯოჯოხეთამდე გზა გქონიათ" - განაცხადა განრისხებულმა ნეიმარმა.

დრო გვაჩვენებს თუ რა მოხდება კოპას ფინალში, შეძლებს ნეიმარი "სელესაოსთვის" ტიტულის მოპოვებას, თუ ლეო ბოლოს და ბოლოს შესძენს საკუთარ ქვეყანას ოქროს მედალს?

ფინალური დაპირისპირება ხვალ, 11 ივლისს, თბილისის დროით 04:00 საათზე გაიმართება.

მომზადებულია marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 5 /
Neimari magari pexburtelia udavod.tumca minda rom kopa mesim moigos..vpiqrob argentina moigebs..hemsrublebit sjobs brazilias..tito gols mesi da martinesi aucileblad gaitans
Labirinti..
11 ივლისი 2021 01:26
0
მე მგონია რომ ბრაზილია მოიგებს და 2 ბურთით მაინც.
ირაკლი
10 ივლისი 2021 23:01
7
მაინც ვფიქრობ ვერ მოუგებენ ბრაზოს
Z.g.
10 ივლისი 2021 17:05
8
არ იქნება ცუდი ლეომ რო მართლა აიღოს ერტი მედალი ნაკრებში. თუ საუკეთესო ფეხბურტელი არა, ერთ-ერთი საუკეთესო ნამდვილად არის ყველა დროის და ცოდოა რომ ნაკრებში არ გაუმართლა ასე. ისტორიას დარჩებოდა რო ნაკრებშიც მოიგო.
პელე
10 ივლისი 2021 13:03
16
როგორ თუ არ გაუმართლა, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა და სამჯერ კიდევ კოპას ფინალი აქვს ნათრამაშები, ასე რომ ვერ იტყვი ნაკრებში არ გაუმართლაო.
it coming to Rome
10 ივლისი 2021 19:10
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული