UEFA და CONMEBOL-ი ახალი ტიტულის შემოღებას განიხილავენ

AutoSharing Option
შესაძლოა, ევრო 2020-ისა და კოპა ამერიკის გამარჯვებულები ერთმანეთს მსოფლიოს სუპერთასის მატჩში დაუპირისპირდნენ.

"სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის ფედერაციამ UEFA-ს მსოფლიოს თასის შეთავაზება გაუკეთა" - წერს ჟურნალისტი ლუის მაზარაევოსი.

მას შემდეგ, რაც კონფედერაციის თასი აღარ არსებობს, არგენტინა და იტალია შესაძლოა ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და კონტინენტებს შორის უძლიერესი ნაკრები გამოავლინონ.

რადგან 2021 წელს ფეხბურთელებს მჭიდრო გრაფიკში უწევთ ასპარეზობა, სავარაუდოდ, კონტინენტების ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები 2022 წლის კალენდარში თავისუფალ დროს იპოვიან, როდესაც ეს მატჩი ჩაინიშნება.

შეგახსენებთ, "აძურიმ" ინგლისის ნაკრები პენალტებში დაამარცხა, ხოლო "ალბისელესტემ" ბრაზილიას 1:0 სძლია.

მომზადებულია
football24-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 7 /
დაასვენეთ ფეხბურთელები! ისედაც გადაღლილ- გადამწვარები არიან, და კიდევ რაღაც ახალი ტიტული? მაინცდამაინც მინდორზე უნდა დაეცნენ? სამწუხარო მაგალითები გვაქვს.
წინააღმდეგი ვარ! გიგა
16:51 13-07-2021
2
არ გამოვა აფრიკის და აზიის ჩემპიონები თავს წამოყოფენ ჩვენ რს დისკრიმინაციიას გვიწევთო,D
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული