"მესი მასზე დიდი ვერ იქნება, მიუხედავად იმისა..." - კემპესმა ლეგენდები ერთმანეთს შეადარა

AutoSharing Option
მიუხედავად იმისა, რომ ლიონელ მესიმ "ალბისელესტეს" ნაკრებთან ერთად 2021 წლის კოპა ამერიკის გათამაშება მოიგო, 1978 წლის მსოფლიოს ჩემპიონი, არგენტინელი მარიო კემპესი აცხადებს, რომ 34 წლის შემტევის დიეგო მარადონასთან შედარება არ შეიძლება.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გახშირდა საუბრები იმ თემაზე, რეალურად სჯობდა თუ არა ლიონელ მესი ლეგენდარულ დიეგო მარადონას.

"ჩემთვის, მესისთვის უბედურება გახლდათ ის, რომ მას დიეგო მარადონას ჩანაცვლება მოუწია" - წერს კემპესის სიტყვებს ESPN Mexico.

"ძალიან ძნელია დიეგო დაჩრდილო, მით უმეტეს, ის ხომ გაკერპებული იყო და აურაცხადი ოდენობის თაყვანისცემელი ჰყავდა. მესი
მასზე დიდი ვერ იქნება, მიუხედავად იმისა, რომ შეძლოს და კიდევ 4 მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგოს (რაც გამორიცხულია).

მას მსოფლიოს ჩემპიონატი ჯერ კიდევ არ მოუგია. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი ტიტული მოიგო, მისი დიეგოსთან შედარება არ შეიძლება".

მომზადებულია marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 11 /
მესი,რომ ლეგენდაა უკვე კი ბატონო,მაგრამ მარადონა მსოფლიოს ყველა დროის საუკეᲗესო ფეხბურᲗელია Ჩემი აზრიᲗ რა Თქმა უნდა,ისე ზოგს ვურᲩევ კემპესის ᲗამაᲨებიც ნახოს 78 წლის არგენტინის მსოფლიო Ჩემპიონატიდან უმაᲦლესი კლასი გასაოცარი ფეხბურᲗელი მარიო კემპესი.
გოჩა
15:19 15-07-2021
3
თქვენ ეტყობა მარადინას თამაში არ გინახავთ. ნახეთ მარტომ როგორ მოუგო ინგლისის ნაკრებს
გრიგოლი1408
23:40 14-07-2021
3

სიახლეები პოპულარული