ენდი ვან დერ მეიდეს კარიერის სულ სხვანაირად განვითარება შეეძლო. ახალგაზრდობაში ის თავს შესანიშნავად წარმოაჩენდა. მიუხედავად მისი "აიაქსში", "ინტერში", "ევერტონსა" და ეინდჰოვენის პსვ-ში თამაშისა, მისი ფეხბურთელობის კარიერა სულ სხვანაირად განვითარდა.
ენდი თავის ცხოვრებაში არსებულ სახალისო ისტორიებს იხსენებდა, ერთ-ერთი კი ზლატან იბრაჰიმოვიჩს უკავშირდებოდა.
"როდესაც "აიაქსში" ვიყავი, ვცდილობდი, რომ ყოველთვის იბრაჰიმოვიჩის გვერდით დავმჯდარიყავი" - ციტირებს VTBL ვან დერ მეიდეს სიტყვებს.
"ერთხელ, როდესაც ზლატანს ეძინა, ტუჩებში ვაკოცე. მისი რეაქცია მყისიერი იყო, რამდენიმე წამში კი სახეში ბევრჯერ შემომილაწუნა".
შეგახსენებთ, ენდიმ ნიდერლანდების ნაკრებში 17 შეხვედრა გამართა.