"რუბინში" ფეხბურთელებს ხელფასის ნახევარს კლუბი ართმევს", - ამტკიცებს უკრაინელი ჟურნალისტი

AutoSharing Option
უკრაინელი ჟურნალისტი იგორ ბურბასი ირწმუნება, რომ "დუნაისკა სტრედას" 22 წლის ვენესუელელი თავდამსხმელი ერიკ რამირესი მალე კიევის "დინამოს" ფეხბურთელი გახდება, "რუბინში" გადასვლაზე კი იმიტომ თქვა უარი, რომ ხელფასის ნახევარი კლუბისთვის უნდა დაეთმო.

"რუბინში" ვენესუელელი თითქოს ჩაგდებული მედშემოწმების გამო არ აიყვანეს. თუმცა არის სხვა ვერსიაც, რომ ყოველთვიური ანაზღაურების ნახევრის მიცემაზე უარი განაცხადა. იქ ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა", - წერს ბურბასი "ტვიტერზე".

"რუბინის" სპორტულმა დირექტორმა ოლეგ იაროვინსკიმ კი "სპორტ-ექსპრესთან" აღნიშნა, რომ მათი ჩვეულებრივი პრაქტიკა ფეხბურთელებისთვის გასამრჯელოს 90%-ის გადახდაა, 10% გადასახადებში მიდის და ასეთ სისულელეზე
კომენტარის გაკეთება უაზრობაა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
რავი ქართველები ერთმანეთს ასწრებენ იქ მოსახვედრად, ეს თითქმის ოფიციალურია, ატკატ მოსულა რუსეთში და ეს კიდე ყველაზე მსუბუქი კორუპციის ნაწილია.რუსებს მაინც ერიდებიან, კავკასიელებს მიდიი.
kaxi
15:05 21-07-2021
0
რა იდიოტიზმია. თუ აწყობს ის ნახევარი იქნება თუ მეოთხედი ვისი რა საქმეა სხვა სად მიდის?
ბოკინიო
01:32 21-07-2021
5

სიახლეები პოპულარული