რუსეთის ნაკრები კარპინს ჩააბარეს

AutoSharing Option
გადაყენებული სტანისლავ ჩერჩესოვის ნაცვლად რუსეთის ნაკრების მწვრთნელად ვალერი კარპინი დანიშნეს.

52 წლის კარპინს კონტრაქტი 2021 წლის 31 დეკემბრამდე გაუფორმეს, შემდეგ კი შეიძლება გაუგრძელონ. კარპინსა და მის სამწვრთნელო შტაბს ამ პერიოდში გასამრჯელოდ 700 ათასი ევრო დაუნიშნეს, ხოლო თუ ეროვნულ გუნდს მსოფლიოს ჩემპიონატზე გაიყვანენ, თანხა ბონუსებიანად 1.3 მილიონამდე გაეზრდებათ.

ნახევარი წლის განმავლობაში მას შეთავსებით "როსტოვში" მუშაობის უფლება მისცეს.

ასევე დაგაინტერესებთ