"გენტმა" იარემჩუკი 15 მილიონად გაყიდა

AutoSharing Option

ჟურნალისტი რუდი გალეტი იტყობინება, რომ უკრაინის ნაკრების 25 წლის თავდამსხმელი რომან იარემჩუკი "გენტიდან" "ბენფიკაში" გადავიდა.

იარემჩუკის ტრანსფერში "ბენფიკა" "გენტს" 15 მილიონ ევროს და ბონუსებით გათვალისწინებულ თანხებს გადაუხდის, თავად ფეხბურთელს კი ხუთწლიანი კონტრაქტი უკვე გაუფორმა. ხელშეკრულების სხვა დეტალები ჯერ უცნობია.

იარემჩუკი უკვე ლისაბონშია, სადაც მედშემოწმებას გაივლის და ამის შემდეგ გამოაცხადებენ ოფიციალურად, რომ "ბენფიკას" ფეხბურთელია.

რომანმა გასულ სეზონში 43 მატჩში 23 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა. Transfermarkt-ის მიხედვით მისი სატრანსფერო ფასი 17.5 მილიონია.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული