"ზელენსკი იუდეველი და მართლმადიდებელი ხალხის მტერია" - აცხადებს რუსეთის ნაკრების ექსფეხბურთელი

AutoSharing Option
უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი ფეხბურთის დიდი გულშემტკივარია და თავისი ქვეყნის ნაკრებს აქტიურად ქომაგობდა ევროპის ჩემპიონატზე, რაც ცხადია ბევრს არ მოეწონა. რუსეთის ეროვნული გუნდის ყოფილმა ფეხბურთელმა ალექსეი საპოგოვმა ზელენსკის იერუსალიმში გოდების კედელთან გადაღებული ფოტო თავის "ინსტაგრამზე" გამოაქვეყნა და ოდიოზური კომენტარიც დაურთო.

"აი, რატომ არ მოეწონა ვლადიმირ ალექსანდრეს ძეს ჯვაროსნული სვლა კიევში! ის უბრალოდ იუდეველია! სლავი და მართლმადიდებელი ხალხის მტერი!", - წერს ალექსეი საპოგოვი.

ეს ამბავი უმალ რუსეთის ყველაზე მაღალრეიტინგულმა სპორტულმა გამოცემა championat.com-მა გამოაქვეყნა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული