"ბენფიკამ" რომან იარემჩუკი წარადგინა

AutoSharing Option
"ბენფიკამ" უკრაინის ნაკრების 25 წლის თავდამსხმელი რომან იარემჩუკი ოფიციალურად წარადგინა და უკრაინულად მიესალმა - "Ласкаво просимо".

იარემჩუკის პრეზენტაციაში მონაწილეობა პორტუგალიური ფეხბურთის ლეგენდამ და "ბენფიკას" სპორტულმა დირექტორმა რუი კოშტამ მიიღო.

ლისაბონურმა კლუბმა იარემჩუკი "გენტისგან" 17 მილიონ ევროდ შეიძინა, ხუთსეზონიანი ხელშეკრულება გაუფორმა, მისი კონტრაქტის გამოსასყიდი ფასი კი 100 მილიონია.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული