ლუკა გაგნიძის "ურალს" მწვრთნელი შეუცვალეს

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგაზე წარუმატებელი სტარტის შემდეგ "ურალის" მწვრთნელი იური მატვეევი გადააყენეს და მის ნაცვლად იგორ შალიმოვი დანიშნეს.

52 წლის შალიმოვს ეკატერინბურგულმა კლუბმა ორსეზონიანი კონტრაქტი გაუფორმა.

შალიმოვის ბოლო სამუშაო ადგილი "ახმატი" იყო, რომელიც გასული წლის ივლისში დატოვა. ის ეკატერინბურგში ჩაფრინდა და ხვალ გუნდს პირველ ვარჯიშს ჩაუტარებს.

"ურალის" ღირსებას მოსკოვის "დინამოდან" იჯარის წესით გადასული ნახევარმცველი ლუკა გაგნიძე იცავს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
მართალი ხარ. ძალიან არაა მოსაწონი "ჟინვალას"(ბექა ქავთარახის) და ილო ბერიაშვილის პერსპექტივა.ორივე აქ მეტ-ნაკლებად ჩანდა, ეხლა კი საერთოდ გაქრნენ რადარიდან.

vaxo
15:00 11-08-2021
0
ამას არ მოეწონება გაგნიძე, დასვავს ზამენაზე, მერე დაბრუნდება მოსკოვში, იქაც ზამენაზე აბა, ურალში თუ სკამზე იჯდა, დინამოში ვინ ათამაშებს და მერე გაუვა კონრაქტს ვადა და მივიღებთ კიდევ ერთ, ხელფასს გამოდევნებულ, მუდმივ ტალანტს. ამასობაში, პენსიის დროც მოახლოვდება და მერე დანანებით იტყვის, ვინც მიმიყვანა ის ტრენერი რომ არ გაეშვათ ურალიდან გაცილებით საამაყო კარიერა მექნებოდაო. მოკლედ გაგნიძეს არას ვერჩი, ღმერთმა არიდოს ტრამვები და მიცეს წარმატება, უბრალოდ, ბევრი ტალანტი ქარტველი ფეხბურთელის სტანდარტული გზა ავღწერე
მესი
23:00 10-08-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული