119-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა კეპამ "ჩელსის" სუპერთასი მოაგებინა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ჩელსიმ" "ვილიარეალი" პენალტების სერიაში დაამარცხა და ევროპის სუპერთასი მოიგო.

ანგარიში 27-ე წუთზე „არისტოკრატების“ ნახევარმცველმა ჰაკიმ ზიეშმა გახსნა, რომელმაც 43-ე წუთზე მხრის ტრავმა მიიღო და კრისტიან პულიშიჩმა შეცვალა. ამის შემდეგ „ვილიარეალმა“ რამდენიმე მომენტი შექმნა: ჯერ ალბერტო მორენომ ბურთი ხარიხას გაარტყა, მერე ხერარდ მორენომ - ძელს, ხოლო 73-ე წუთზე მან საპასუხო გოლი გაიტანა და ძირითადი დრო 1:1 დასრულდა.

დამატებით დროში ანგარიში არ შეიცვალა, 119-ე წუთზე კი ლონდონური გუნდის მწვრთნელმა ტომას ტუხელმა მეკარე ედუარდ მენდი კეპა არისაბალაგათი შეცვალა, რომელმაც პენალტების სერიაში ორი თერთმეტმეტრიანი
მოიგერია, 6:5 და „ჩელსიმ“ გაიმარჯვა.

ბელფასტი. „უინძორ პარკი“
ჩელსი - ვილიარეალი 1:1 (პენ. 6:5)
გოლები: 1:0 ზიეში (27), 1:1 ხერარდ მორენო (73)

- "ჩელსიმ" მეორედ მოიგო სუპერთასი - სამჯერ კი დამარცხდა (2012, 2013 და 2019 წლებში).
- ტუხელმა "ჩელსიში" მეორე ტიტული მოიგო, კარიერაში კი - მეცხრე.
- გერმანელმა მწვრთნელებმა სუპერთასი ზედიზედ მესამედ მოიგეს - იურგენ კლოპმა, ჰანს-დიტერ ფლიკმა და ტუხელმა.
- ხერარდ მორენომ "ვილიარეალში" 83-ე გოლი გაიტანა და ჯუზეპე როსის საკლუბო რეკორდი დაამხო. მის ანგარიშზე წელს 23 გოლია.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული