პედრიმ თავისი გაიტანა და საქართველოს ნაკრებთან ითამაშებს

AutoSharing Option
"ბარსელონას" 18 წლის ნახევარმცველმა პედრიმ გასულ სეზონში ყველა ტურნირზე სარეკორდო 73 მატჩში მიიღო მონაწილეობა და კატალონიურ კლუბს მისი ესპანეთის ნაკრებში გაშვება არ უნდოდა, მაგრამ მან სექტემბერში ეროვნული გუნდის თამაშების გამოტოვებაზე სასტიკი უარი განაცხადა.

პედრის სურს "ფურია როხას" მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებში და მუნდიალზე გასვლაში დაეხმაროს. მას მწვრთნელი ლუის ენრიკე უთუოდ უხმობს.

ესპანეთის ნაკრები 2 სექტემბერს შვედეთს, 5 სექტემბერს საქართველოს, ხოლო 8 სექტემბერს კოსოვოს შეხვდება.

ასევე დაგაინტერესებთ