რონალდო ბიზნესს აფართოებს

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" ფორვარდი კრიშტიანო რონალდო თმების გადანერგვის სფეროში ბიზნესის გაფართოებას განაგრძობს.

პორტუგალიელმა ესპანეთის ქალაქ მარბელაში მეორე კლინიკა გახსნა.

კლინიკის საერთო სივრცე 4000 კვადრატულ მეტრს მოიცავს და იქ, დაახლოებით, 100 ადამიანი იმუშავებს. კლინიკაში 15 ფუნქციონალური კაბინეტი იქნება - საოპერაცია, საკონსულტაციო და სხვადასხვა ექიმის პირადი ოთახი.

პირველი კლინიკა რონალდომ მადრიდში 2019 წელს გახსნა. მას შემდეგ აღნიშნულ დაწესებულებაში თმა 6000-ზე მეტმა ადამიანმა გადაინერგა.

მომზადებულია Forbes-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
კრიშ, ზიზუ წაიყვანე!
vaska
19:03 18-08-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული