უკრაინის ნაკრებს დროებითი მწვრთნელი დაუნიშნეს

AutoSharing Option
ანდრეი შევჩენკოს ნაცვლად უკრაინის ნაკრების მწვრთნელად სერგეი რებროვის დანიშვნა გადაწყვეტილი იყო, მაგრამ მან ჯერ ვერ მოახერხა არაბთა გაერთიანებული საემიროების "ალ-აინთან" კონტრაქტის გაწყვეტა და ეროვნული გუნდი დროებით ალეკსანდრ პეტრაკოვს ჩააბარეს.

უკრაინის ფეხბურთის ასოციაცია არ იტყობინება, თუ რამდენ ხანს უხელმძღვანელებს 64 წლის პეტრაკოვი ნაკრებს.

პეტრაკოვი ქვეყნის სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში მუშაობდა, 2019 წელს კი მისი ხელმძღვანელობით უკრაინელები 20-წლამდელებში მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული