"რუბინს" ახალი ფეხბურთელების რეგისტრაცია აუკრძალეს - ეს ხვიჩას ტრანსფერს ხელს შეუშლის?

AutoSharing Option
"რუბინს" ახალი ფეხბურთელების რეგისტრაცია თავდამსხმელ ივან იგნატიევის ტრანსფერის გამო აუკრძალეს. ამის შესახებ გადაწყვეტილება რუსეთის ფეხბურთის კავშირის სპეციალურმა პალატამ მიიღო.

მიზეზი ისაა, რომ 2019 წლის დეკემბერში იგნატიევის ტრანსფერისთვის კუთვნილი თანხა ყაზანურ კლუბს "კრასნოდარისთვის" სრულად დღემდე არ გადაუხდია.

ამის გამო "რუბინი" ვალდებულია სატრანსფერო თანხასთან ერთად ჯარიმაც გადაიხადოს, ხოლო ვიდრე ამას არ გააკეთებს, კლუბი ახალ ფეხბურთელებს ვერ დაიმატებს.

22 წლის იგნატიევის სატრანსფერო ფასი 2.8 მილიონი ევროა. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის "ზულტე-ვარეგემში" აპირებდა გადასვლას.

დანიური და რუსული პრესის მტკიცებით, ხვიჩა კვარაცხელიას შემცვლელად
"რუბინი" "მიდტიულანდის"
23 წლის გარემარბ ანდერს დრაიერს 7 მილიონ ევროდ შეიძენს, მაგრამ სატრანსფერო ბანი ამ ტრანსფერის გაჩარხვას შეუძლებელს გახდის.

მკითხველის კომენტარები / 8 /
რა სატრანსფერო ბანი! ხედავდა კრასნოდარი, რომ რუბინი ხვიჩას ყიდის, თვითონაც ვიღაცას ყიდულობს, მანამ მაკაროვიც გაყიდეს, მოკლედ ატრიალებენ ფულს და ვალს კი არ იხდიან. ჰოდა ისარგებლეს მისმა მენეჯერებმა მომენტით, იჩივლეს, ალბათ ფეშქაშიც აფრინეს ფედერაციაში და მიიღეს სასურველი შედეგი - ანუ ხვიჩასაც გაყიდიან, დანიელსაც იყიდიან და ვალსაც გაისტუმრებენ. მოკლედ, კრასნოდარიც იხეირებს ხვიჩას ტრანსფერით.
მატადორ777
19:55 26-08-2021
0
ხვიჩას არ უნდა შეუშალოს ხელი, მაშინ მაკაროვსაც ვერ გაყიდიდნენ
David
20:28 26-08-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული